თეფში - ბედიის ბარძიმი - 2ც
კომპლექტი: ყუთში 2 ცალი
დიამეტრი: 25სმ
მასალა: უმაღლესი ხარისხის ფაიფური
მოვლის წესი: არ ირეცხება ჭურჭლის სარეცხ მანქანაში, რეკომენდებულია მხოლოდ ხელით რეცხვა, შესაძლებელია მიკროტალღურ ღუმელში გამოყენება
შექმნილია ბედიის ოქროს ბარძიმის მიხედვით, რომელიც 999 წლით თარიღდება და ქართული ჭედური ხელოვნების უმნიშვნელოვანესი ნიმუშია. იგი აფხაზეთში მდებარე ბედიის ტაძარს მეფე ბაგრატმა და დედამისმა შესწირეს, რომლებმაც ააშენეს ეს ტაძარი. ამის შესახებ ბარძიმზე არსებული ასომთავრული წარწერით ვიგებთ: „წმინდაო ღმრთიმშობელო მეოხ ეყავ წინაშე ძინა შენისა ბაგრატ აფხაზთა მეფესა და დედასა მათსა გურანდუხტ დედოფალსა; ამის ბარძიმისა შემწირველთა, ამის საკურთხეველისა შემამკობელთა და ამის წმიდისა საყდრისა აღმშენებელთა. ამინ.“ სწორედ ეს წარწერა და ბარძიმის ზედა ნაწილის გრავიურაა გამოყენებული ჩვენს ფაიფურის თეფშებზე.