ზომა: 140/140 ან 210/140 სმ
მასალა: პოლიესტერი ან ბამბა
ირეცხება 30 გრადუსზე
1919 წელს „ცისფერყანწელებმა“ რუსთაველის თეატრის ქვედა სართულზე გახსნეს კაფე „ქიმერიონი.” თბილისის არტისტული კაფეების, მათ შორის „ქიმერიონის“ ფუნქციონირებით ნათლად გამოისახა XX საუკუნის საქართველოს კულტურული მრავალფეროვნება და თბილისური ცხოვრების სტილის ზოგადი მახასიათებლები. „ქიმერიონის“კედლები მოხატეს ქართველმა და მოწვეულმა უცხოელმა მხატვრებმა, მათ შორის: ლადო გუდიაშვილმა, დავით კაკაბაძემ, სერგეი სუდეიკინმა, მოსე და ირაკლი თოიძეებმა. „ქიმერიონის“ კედლები საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ გადაიღება და განადგურდა, თუმცა ნაწილი რესტავრაციული სამუშაოების შედეგად აღდგა.