შარფი - პეპლები - ყვითელი
ხელოვნური აბრეშუმი ზომა: 70x70სმ
ფორმა: ოთხკუთხედი
მასალა: ხელოვნური აბრეშუმი
შარფი "ჭრელი პეპლები" საქართველოს ენდემურ ფაუნასა და ბუნების ყველაზე ფერად არსებებს ეძღვნება. დიზაინში საქართველოში გავრცელებული სახეობები - გაზაფხულის ცისფერა, მინდვრის სადაფა და მუქწითელა მრავალთვალა თავიანთი გამორჩეული ფერებითა და მოხატულობითაა წარმოდგენილი. შარფის მსუბუქი ფაქტურა რეგიონის უნიკალური ეკოსისტემის მდიდარ მემკვიდრეობას ასახავს.