მასალა: ხავერდი
სიგანე: 50 სმ
სიგრძე: 35 სმ
სახელურის სიგრძე: 70 სმ
ირეცხება 30 გრადუსზე
ქართული ფლორა მცენარეების ნაირსახეობებით გამოირჩევა. უნიკალური გეოლოგია და რელიეფი, კავკასიონის მთიანი ჯაჭვი - გაყოფილი ხეობებითა და ვაკეებით, ქმნის მრავალფეროვან მიკროკლიმატს, ნიადაგსა და პირობებს ფლორისთვის, რაც ენდემური სახეობების მრავალრიცხოვნობაში ისახება. დღესდღეობით, ენდემური მცენარეების ნაწილი, რომლებსაც გადაშენების საფრთხე ემუქრება, შესულია საქართველოს წითელ ნუსხაში.