საბავშვო ჭურჭელი, საბავშვო ჭურჭელი : ჭიქა (2ც) - წიქარა
საბავშვო ჭურჭელი
‍34‍ 

საბავშვო ჭურჭელი

BT14121928
+
სასურველ სიაში დამატება

კომპლექტი: ყუთში 2 ცალი

ზომა: 24სმ დიამეტრი

მასალა: ფაიფური

ირეცხება ჭურჭლის სარეცხ მანქანაში

შესაძლებელია მიკროტალღურ ღუმელში გამოყენება


საბავშვო ჭურჭლის კოლექცია

ბლუტაბლას საბავშვო ჭურჭლის ხაზი სამი ქართული ზღაპრის - „წიქარას“, „კომბლესა“ და „ნაცარქექიას“ ილუსტრაციებს აერთიანებს. თითოეული ნაკრები შედგება თეფშის, ჭიქისა და ჯამისაგან.

 წიქარა

ბლუტაბლას საბავშვო ნაკრები „წიქარა“ ულამაზესი ილუსტრაციებით წარმოაჩენს ქართულ ხალხურ ზღაპარს განუყრელი მეგობრობის, თავგანწირვისა და სიკეთის შესახებ. ეს არის ჯადოსნური თავგადასავალი ხარ წიქარასა და ობოლი ბიჭის შესახებ, რომლებიც ავი დედინაცვლისგან თავის დასაღწევად სახიფათო გზას ადგებიან. ჭურჭელზე ასახულია, როგორ გარბიან მეგობრები გადასარჩენად და როგორ იშორებენ მდევარს ზღაპრის საკვანძო ნივთების - ჯადოსნური სავარცხლის, სალესავისა და წყლის დახმარებით. ილუსტრაციები მიჰყვება სიუჟეტს იმ მომენტამდე, როდესაც ბოროტი მეფის ბრძანებით დატყვევებული ბიჭი წიქარამ დილეგიდან იხსნა. ამ ამბავში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს პატარა წრუწუნას, რომელსაც წიქარამ მანამდე სიცოცხლე შეუნარჩუნა და დახრჩობას გადაარჩინა. ამ სიკეთის საპასუხოდ, როდესაც წიქარა დაიღუპა, თაგვმა იპოვა მისი გაცოცხლების გზა და ამით დაამტკიცა, რომ ერთგული მეგობრობა და სიყვარული სიკვდილზე ძლიერია. 

 კომბლე

ბლუტაბლას საბავშვო კოლექციაში „კომბლე“ ქართული ხალხური ზღაპრის მიხედვით კეთილი მეცხვარის, კომბლეს ამბავია ასახული, რომელიც თავისი ცნობილი კომბლით საკუთარ მეგობრებს მტაცებლებისა და უსამართლო მეფისგან იცავს. ილუსტრაციებში თითოეული გმირი თავისი ხასიათითაა გადმოცემული: ნახავთ ცბიერ მელას, რომელიც ცხვარს უთვალთვალებს, მგელსა და ხარბ დათვს, რომლისგანაც კომბლემ თავისი ოთხივე ცხვარი უვნებლად იხსნა. თეფშზე, ჭიქასა და ჯამზე დატანილი ნახატები, მიჰყვება სიუჟეტს იმ მომენტამდე, როდესაც კომბლემ ცბიერი ყასაბისგან თავისი კუთვნილი ფული დაიბრუნა, ჯადოსნური კომბლის დახმარებით სასტიკი ხელმწიფე დასაჯა და ქვეყანაში სამართალი აღადგინა.

 ნაცარქექია

საბავშვო ჭურჭლის ნაკრები „ნაცარქექია“ ერთი შეხედვით ზარმაცი, თუმცა განსაკუთრებულად გამჭრიახი კაცის თავგადასავალზე გვიამბობს. ჭურჭელზე დატანილი ილუსტრაციები ასახავს ნაცარქექიას გზას კერასთან ნაცრის ქექვიდან დევის დამარცხებამდე. კოლექციაში ასახულია ზღაპრის მთავარი ატრიბუტები: კერა, გუდა-ნაბადი, ციხე-კოშკები და ის ჭყინტი ყველი, რომლითაც ნაცარქექიამ დევი მოატყუა და შემდეგ ცხრა მთას იქით გააქცია. კოლექციის ცენტრალურ ნაწილში ნაცარქექია გამარჯვებული ზის შეშინებულ დევზე, რაც თვალსაჩინოდ აჩვენებს, რომ გონებრივი სიმამაცე უზარმაზარ ძალაზე მძლავრია. ეს არის ისტორია გამჭრიახობაზე, რომლის დახმარებითაც ნაცარქექიამ არა მხოლოდ თავად იპოვა ბედნიერება, არამედ ძმებსაც დაუბრუნდა და სიმდიდრე გაუზიარა.


შეიძლება დაგაინტერესოთ