ახალი წელი კიდევ უფრო მოახლოვდა... საჩუქრების სიაც ალბათ უკვე ჩამოწერე და იმაზეც ნერვიულობ, მოასწრებ თუ არა ყველაფრის შეძენას, ან როგორი საჩუქრით უნდა გაახარო საყვარელი ადამიანი ამ ჯადოსნურ დღესასწაულზე? ამასობაში, დრო კიდევ უფრო გადის და ფიქრისთვის სულ უფრო ცოტა დრო გვრჩება. თანაც, კარგი საჩუქარი სწორედ ის არის, რომელიც ერთი შეხედვით შეგაყვარებს თავს და საჩუქრის არჩევის შფოთვასაც აგარიდებს თავიდან. ამიტომაც, გირჩევთ, ახალი წლისთვის ბლუტაბლასთან ერთად მოემზადო. ამ ბლოგზე იმასაც დეტალურად მოგიყვებით, თუ რისი შერჩევა შეგიძლია ჩვენი მრავალფეროვანი კოლექციებიდა
საჩუქრები აქვეა
საჩუქრის შერჩევა საახალწლო სამზადისის განუყოფელი ნაწილია. საყვარელი ადამიანისთვის უნიკალური საჩუქრის შერჩევა არც ისე მარტივი საქმეა. ბლუტაბლა ამ მხრივ მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობს - სახლის ნივთებიდან პირად აქსესუარებამდე, რასაც მოინდომებ, ყველაფერს იპოვი, თანაც, უნიკალური ქართული დიზაინით. რადგანაც ქართული ესთეტიკა ჩვენთვის ახლობელი და ემოციურია, მარტივად შეძლებ ისეთი საჩუქარი აღმოაჩინო, რომელიც პერსონალურად მორგებული და სენტიმენტებით დატვირთული იქნება. მაგალითად, ბლუტაბლას სუფრების კოლექციის ახალი მოდელი „აფხაზეთი“ შეიქმნა აფხაზეთის ღირშესანიშნაობებისა და კარგად ნაცნობი, მონატრებული ადგილების შთაგონებით. წარმოიდგინე ის ემოციები, რომლებიც ამ სენტიმენტური საჩუქრით შეგიძლია შენს საყვარელ ადამიანს აღუძრა. ნივთი, რომელიც ლამაზ ვიზუალთან ერთად, ჯადოსნურად წარსულში გამოგზაურებს.
ქართული მოტივების ამოცნობა საკმაოდ მარტივია. გარდა უნიკალური ორნამენტებისა და ავთენტური დიზაინისა, ის ჩვენს საყვარელ მოგონებებსა და ფუნდამენტურ ღირებულებებს აერთიანებს. ის, რაც გვეამაყება და გვინდა, სულ თან ვატაროთ. ასეთია ბლუტაბლას ქართული ანბანით, ენდემური ფლორითა და ლურჯი სუფრის მოტივებით გაფორმებული აბრეშუმის შარფების, მაჯის საათებისა და ჰალსტუხების კოლექცია. რომელიც არ უნდა შეარჩიო, მიაღწევ მიზანს, აჩუქო განსხვავებული და თანაც, ასეთი ნაცნობი, საერთო და სიმბოლურად დატვირთული.
შენი საახალწლო სუფრა
ჩვენთვის, ქართველებისთვის დღესასწაულის სუფრა კიდევ უფრო გამორჩეულია. ახალი წლის საღამოს, საყვარელ ადამიანებთან ერთად სუფრის გარშემო გატარებული დრო იქცევა ხოლმე იმ ყველაზე ბედნიერ წუთებად, რომლებიც ახალ წელს კიდევ უფრო განსაკუთრებულ და სასიამოვნო მოგონებად აქცევს. რა საკვირველია, რომ ამ სუფრის იდეალურად გაწყობასა და მორთვაში ჩვენს მაქსიმუმს ვდებთ. ბლუტაბლაში შენი სახლისთვის ყველაფერს იპოვი. სუფრისა და ჭურჭლის კოლექციებში ტრადიციული ორნამენტებით გაფორმებულ ლურჯი სუფრის მოდელებთან ერთად, თანამედროვე ელემენტებით გამდიდრებულ დიზაინებს აღმოაჩენ. სახლის სხვა აქსესუარები დაგეხმარება შენი კომფორტული ზონა სადღესასწაულო თემატიკით კიდევ უფრო გამოაცოცხლო და რაც მთავარია, ქართული სულით გაახალისო.
ეს და სხვა ნივთები საახალწლო შეთავაზებებითა და ფასდაკლებებით ბლუტაბლაში გელოდება. თითოეული ნივთი დამზადებულია საქართველოში იმ მიზნით, რომ გახდეს შენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი, განსაკუთრებით ისეთ მნიშვნელოვან დღესასწაულებზე, როგორიც ახალი წელია.