14 აპრილი დედა ენის დღეა

05 აპრ 2024

სამყაროს შესწავლას და შეცნობას ყველანი „აი ია“-თი ვიწყებთ. იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ ალბათ ის წიგნია, რომელიც ყველა ქართველს სახლში აქვს და იმ დღიდან, როდესაც ცოდნის სამყაროში ფეხს შეაბიჯებს, გონებაში სამუდამოდ ებეჭდება. ეს კიდევ ერთი შეუფასებელი საგანძურია, რომელიც ავტორმა ქართველებს, როგორც საკუთარი ენისა და დამწერლობის სიმბოლურ ერთობად გვიბოძა. წიგნი, რომელიც მთელს ჩვენს ბავშვობას, ქართულ ისტორიას და უნიკალურობას იტევს, თანაც შთამომავლობას გადასცემს.

14 აპრილი დედა ენის დღეა. ამ ბლოგში სწორედ ამ დღის ისტორიულ მნიშვნელობაზე ვისაუბრებთ.

ბრძოლა ენის დასაცავად

 

ქართულმა ენამ და დამწერლობამ განვითარების მრავალი საუკუნე განვლო. ამ დროის განმავლობაში მეტწილად ის დაცვას საჭიროებდა - ხშირ შემთხვევაში მტრისგან. ყოველი საფრთხე, რომლის წინაშეც ქართული ენა ზოგადსაკაცობრიო, პოლიტიკურმა თუ კულტურულმა პროცესებმა დააყენა, ეღობებოდა ერთ მტკიცე ხელისშემშლელ ფაქტორს, რასაც ქართველი ხალხის ძალა და ერთიანობა ჰქვია. მთავარი მიზეზი, რატომაც ქართულმა ენამ მრავალსაუკუნოვანი და სისტემური განვითარება შეძლო, თანაც, დროისა და მტრის ფაქტორი დასძლია, არის ხალხი.

ხალხის ძალა ქართველი ერის მამოძრავებელი ძალაა, რაზეც ილია ჭავჭავაძე, წერა-კითხვის საზოგადოების გამორჩეული წევრი, მუდამ ხაზგასმით წერდა მის ნაწარმოებებში. ეს მოსაზრება როგორც უახლესი, ასევე ისტორიული წარსულიდან, მრავალი მაგალითით დამტკიცებულა. ერთ-ერთი ასეთი მაგალითია 14 აპრილი.

საბჭოთა კავშირის მკაცრ პოლიტიკას ქართველი მეამბოხე ერი მრავალჯერ აღუდგა წინ. 14 აპრილს რუსთაველის გამზირზე გაიმართა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია. რამდენიმე ათასი ადამიანი ერთობრილად შეეწინააღმდეგა საბჭოთა რეჟიმის მიერ ინიცირებულ კანონს. ამ კანონის მიხედვით, ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა.

ერთობლივმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო. საბჭოთა კავშირმა ქართულ ისტორიაში პირველად უკან დაიხია და მშვიდობიანი პროტესტის ფონზე რუსული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადების იდეა დამარცხდა. ეს იყო პირველი გამარჯვება საბჭოთა კავშირზე, რომელმაც ხალხს მომავლის იმედი შთააგონა და კიდევ ერთხელ დაარწმუნა ერთმანეთის ძალაში.



 

დედა ენა

 

ეს დასასრული გარდაუვალიც იყო. 14 აპრილი ამ დღის მნიშვნელობის ყოველწლიურ შეხსენებად იქცა. ქართულმა ენამ და დამწერლობამ უძველესი დროიდან თანამედროვეობამდე ბრძოლისა და გადარჩენის ურთულესი გზა განვლო. აღსანიშნავია ისიც, რომ მისი სამივე სახე შენარჩუნდა და შემორჩა ჩვენს ყოვედლღიურობას; ანბანის სამი სისტემა, რომელიც ერთმანეთისგან წარმოიშვა და ჰარმონიულ თანაარსებობაში განვითარდა.

ბლუტაბლას დიზაინის განუყოფელი ნაწილი სწორედ ქართული დამწერლობაა. სახლის ნივთებისა და პირადი აქსესუარების კოლექციებში ქართული ანბანის სამივე სახეობას აღმოაჩენ - ნუსხურს, ასომთავრულსა და მხედრულს. გარდა ამისა, დამოუკიდებელ კოლექციად სულ ახლახან შეიქმნა „დედა ენა,“ რომელიც ჯერჯერობით მოიცავს სუფრას, ჩანთასა და აბრეშუმის შარფს