ქართულით სავსე შემოდგომა - საშემოდგომო კოლექცია ბლუტაბლასგან

ნოემბერი 12, 2025


შემოდგომა საქართველოში მხოლოდ ფერთა ცვალებადობა არ არის, ეს არის უძველესი ტრადიციების გამოძახილი, რომელიც ჰარმონიულად ერწყმის თბილისის ძველი უბნების ხიბლს. ბლუტაბლას ახალი საშემოდგომო სუფრები სწორედ ასეთი მუხტით არის გაჯერებული - სავსე სითბოთი, ისტორიითა და შემოდგომის სიუხვით.

ბლუტაბლა - სუფრა თბილისის კარები

თბილისს ბევრი რამ ამშვენებს, მაგრამ ქარვისფერ სეზონზე ყველაზე სახასიათო განწყობა მის ისტორიულ კარებში იმალება. ეს არ არის უბრალოდ არქიტექტურა, ეს არის ქალაქის სული, რომელიც უნიკალური ორნამენტებით მოგვითხრობს წარსულზე. ჩვენი დიზაინი, რომელიც თბილისური სადარბაზოების კარებს ასახავს, ძველ ქუჩებში სეირნობას მოგვაგონებს, სადაც ყოველი შენობა ხელოვნების ნიმუშია.

ბლუტაბლა - სუფრა ბროწეულები

შემოდგომის ფერთა სიხასხასეში რთულია იყო გამორჩეული, თუმცა ბროწეულებს ეს ნამდვილად გადასარევად გამოსდით ხოლმე. ჩვენც გამოვარჩიეთ ისინი და ბლუტაბლას ახალ სუფრაზე გადავიტანეთ.

შემოდგომის დასასრული ჩვენთან უდიდეს დღესასწაულს - გიორგობისთვეს უკავშირდება. ეს არის მოსავლის აღების, ოჯახური სითბოსა და სიუხვის სიმბოლო. ამ პერიოდის ყველაზე ენერგიული და გამორჩეული ფერი ბროწეულს ეკუთვნის. მისი ცეცხლოვანი სიხასხასე, რომელიც ჩვენს სუფრებზეც გადავიტანეთ, იდეალურად ასახავს დღესასწაულისა და სიცოცხლის ძალას.

ბლუტაბლა - სუფრა გიორგობისთვე

არსებობს განწყობები, რომლებიც არასდროს ძველდება. ჩვენც მთელი ეს ვინტაჟური სითბო და შემოდგომის სიუხვით სავსე დეტალები ბლუტაბლას საშემოდგომო სუფრებზე გადმოვიტანეთ. ჩვენი სუფრა "გიორგობისთვე" არის ფერების, მოტივებისა და ისტორიული ორნამენტების დიდი, მყუდრო კოლაჟი. მასში შერწყმულია რთველის სიუხვე, შემოდგომის თბილი ფერები და ძველი ქართული ესთეტიკა. სწორედ ამიტომ, შესაძლებლობა გეძლევათ ეს ქარვისფერი განწყობა თქვენს სახლშიც შემოიტანოთ და შექმნათ სუფრა, რომელიც მომავალ თაობებსაც გადაეცემა.

აღმოაჩინეთ ქართულით სავსე შემოდგომის კოლექცია ონლაინ: https://bluetabla.ge/sufra/ ან ფილიალებში: bit.ly/bluetabla_stores.