ჩვენი ახალი კონცეფციის მაღაზია უკვე სითი მოლი გლდანში გაიხსნა. ეს სიახლე იმ ტრანსფორმაციის ნაწილია, რომელსაც ბლუტაბლა განვითარების ახალ ეტაპზე გადის. Აქსის თაუერში, ისთფოინთსა და უკვე სითი მოლი გლდანში გახსნილი სივრცეები მომხმარებლების სურვილებისა და საჭიროებების გათვალისწინებით დაიგეგმა. ინტერიერის მოწყობისას ჩვენი მთავარი პრიორიტეტი კომფორტული სივრცის შექმნა იყო, რათა ერთგულ მომხმარებელს მრავალფეროვანი კოლექციების დასათვალიერებლად საკმარისი სივრცე და შესაძლებლობა ჰქონოდა.
გლდანის ახალ სივრცეში ჩვენს ყველა ნივთს განსაკუთრებული ადგილი აქვს. მაღაზიაში მოწყობილია სამზარეულოს კუთხე, სადაც ნაირ-ნაირი დიზაინის სუფრები, წინსაფრები და ჭურჭელია განთავსებული. აქსესუარების ზონა ქართული მრავალსაუკუნოვანი კულტურით შთაგონებულ კოლექციებს ეთმობა, სადაც ჩანთის, საათის, ჰალსტუხისა თუ საყურის დათვალიერებაა შესაძლებელი. აქვეა სახლის დეკორისა და ტექსტილის კუთხე, რომელიც ჩვენი გამორჩეული მატებით, ფარდაგებით, ბენჩებითა და პუფებითაა დაკომპლექტებული.

ახალ მაღაზიაში განსაკუთრებული ადგილი პატარებისთვისაც გამოიყო. საბავშვო კუთხეში პლანეტების, ქართული ზღაპრებისა და ქართული ანბანის მოტივების გარშემო შექმნილი მრავალფეროვანი კოლექციაა განთავსებული, რომელიც თავგადასავალს ყველა ინტერიერში შეიტანს.
ყველაფერთან ერთად, მაღაზიაში შთაგონებისთვის სპეციალური სივრცე გამოიყო, სადაც სხვადასხვა კოლექციის ნივთებით გაწყობილი კომპლექტები იქნება წარმოდგენილი. ეს ვიზუალური კუთხე სტუმრებს დაეხმარება უკეთ აღიქვან, თუ როგორ გამოიყურება სასურველი ნივთები განსხვავებულ კომბინაციებში. თუმცა ეს ყველაფერი არ არის. ბლუტაბლას ტრანსფორმაციის ეტაპი გრძელდება. გლდანის ახალი ფილიალი კი სტუმრებს ახალი სივრცისა და სასურველი ნივთების აღმოსაჩენად ელის.