პროდუქტის განვითარების მენეჯერი
კომპანია: ბლუტაბლა
ვაკანსია: პროდუქტის განვითარების მენეჯერი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ბლუტაბლა არის კერამიკისა და ტექსტილის მწარმოებელი კომპანია, რომელიც ქმნის ქართულ სახლის ნივთებსა და აქსესუარებს. პროდუქციის დასათვალიერებლად გადადით ბმულზე - www.bluetabla.ge
სამუშაოს აღწერა:
- პროდუქტის განვითარების პროცესის კოორდინირება;
- პროდუქტის განვითარების უზრუნველყოფა განსაზღვრული ვადებისა და დამტკიცებული ბიუჯეტის ფარგლებში;
- ბაზრის კვლევის დაგეგმვა და განხორციელება;
- პროდუქტის თვითღირებულების კალკულაციის მომზადება და კონტროლი;
- დიზაინისა და წარმოების გუნდებთან ეფექტური კოორდინაცია;
- მომწოდებლებისა და მწარმოებლების მოძიება საერთაშორისო ბაზრაზე;
- პროდუქტის ნიმუშების ტესტირება, ხარისხის კოტროლი და დამტკიცება;
- გაყიდვების და მარკეტინგის გუნდთან კოორდინაცია პროდუქტის გაშვების პროცესში;
- პროდუქტის განვითარების გეგმის შესრულების მონიტორინგი.
მოთხოვნები:
- მინ. 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება დიზაინისა და წარმოების მიმართულებით - (ინტერიერის დიზაინი, არქიტექტურა, პროდუქტის დიზაინი)
- საერთაშორისო მომწოდებლებთან მუშაობის გამოცდილება
- პროექტების მართვის პრაქტიკული გამოცდილება
- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების კარგად განვითარებული უნარები;
- ანალიტიკური აზროვნება და მონაცემების დამუშავების და ანალიზის უნარი
- ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე
ანაზღაურება და პირობები:
- კონკურენტული ანაზღაურება
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- კარიერული წინსვლის შესაძლებლობა
- შედეგზე ორინტირებული, მეგობრული სამუშაო გარემო
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი CV გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - [email protected] გთხოვთ სათაურში მიუთითოთ „პროდუქტის განვითარების მენეჯერი“