ბალიში - ქიმერიონი

BT14121473
უფასო მიწოდება საქართველოში
3 საათში მიწოდება თბილისში

1ც ბალიშის პირი ბალიშით ან ბალიშის გარეშე - ქიმერიონი

ზომა: 50x50 სმ

ბალიშის პირის მასალა: ხავერდი

შიგთავსი: სინთიპონი

მოვლის წესი: ირეცხება 30ºC-ზე

ქიმერიონის კოლექცია XX საუკუნის დასაწყისის ქართულ ავანგარდსა და შემოქმედებით ეპოქას ეძღვნება. ამ პერიოდში თბილისი ევროპული მოდერნიზმის ექოს პასუხობდა: იქმნებოდა არტისტული თავშეყრის სივრცეები, სადაც ქართული კულტურის თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად ხელოვანები ერთიანდებოდნენ.

ერთ-ერთი ასეთი სივრცე იყო კაფე „ქიმერიონი“, რომლის კედლებიც ლადო გუდიაშვილის, დავით კაკაბაძისა და ძმები თოიძეების ნახატებით მოიხატა. „ქიმერიონი“ ავანგარდული შემოქმედების კერა და თბილისის კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, რომელსაც ხშირად სტუმრობდა მხატვარი ელენე ახვლედიანი და ეპოქის სხვა გამორჩეული ხელოვანები.

ჩვენი ნამუშევარი „ქიმერიონი“ სწორედ ამ ისტორიულ სივრცეს ეძღვნება.


კოლექცია
ქიმერიონი
ფერი
ბეჟი
შიგთავსი
ბალიშის პირი