შესყიდვების მენეჯერი
“ბლუტაბლა” არის ქართულ თემაზე შექმნილი სახლის ნივთებისა და აქსესურების მწარმოებელი კომპანია, ჩვენ ვქმნით ქართული მრავალსაუკუნოვანი კულტურით, ისტორიითა და ესთეტიკით შთაგონებულ დიზაინებს.
ბლუტაბლა აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე:
სამუშაოს აღწერა:
- კომპანიის შესყიდვების დაგეგმვა და განხორციელება ყველა მიმართულებით
- მომწოდებლების მოძიება და შერჩევა ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე
- ფასებსა და პირობებზე მოლაპარაკება, ხელშეკრულებების მომზადება
- იმპორტისა და საერთაშორისო გადაზიდვების ორგანიზება, განბაჟების კოორდინაცია
- პროექტული და საოპერაციო საჭიროებების შესყიდვით უზრუნველყოფა
- შესყიდვების პროცედურის დანერგვა, დოკუმენტაციისა და აღრიცხვის წარმოება
- სხვა მიმდინარე ამოცანები შესყიდვების მიმართულებით
მოთხოვნები:
- შესყიდვების, მომარაგების ან იმპორტის მიმართულებით მინიმუმ 2–3 წლიანი გამოცდილება
- ადგილობრივი მომწოდებლების ბაზრის ცოდნა
- ინგლისური ენის ცოდნა მიმოწერისა და მოლაპარაკების დონეზე
- მოლაპარაკების უნარი და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
- ორგანიზებულობა და რამდენიმე მიმართულების პარალელურად მართვის უნარი
ანაზღაურება და პირობები:
- კონკურენტული ანაზღაურება;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
- შედეგზე ორიენტირებული, მეგობრული და პროფესიული სამუშაო გარემო.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: [email protected]
წერილის სათაურში მიუთითეთ: „შესყიდვების მენეჯერი“.