ხალიჩა-ფარდაგი - 150 x 90 სმ

BT16261263
70.00 
140.00 
დანაზოგი: 70.00 ₾
მარაგშია
+
სასურველ სიაში დამატება
  • მარაგი მაღზიაშია

ზომა: 150 x 90 სმ (ფოჩით 165 x 90)

მასალა: ბამბა და პოლიესტერი

ირეცხება სარეცხ მანქანაში 40℃-მდე

თითოეული ხალიჩის დიზაინი აღდგენილია საქართველოს მუზეუმში დაცული ხალიჩებიდან. ხალიჩებზე დატანილია ქართული ანბანისა და ხევსურული ორნამენტების - სახასიათო გეომეტრიული ფიგურების კომბინაცია. შუა საუკუნეებიდან მოყოლებული, საქართველოში აქტიურად იწარმოება და გამოიყენება ხალიჩა-ფარდაგები, რასაც ხელი შეუწყო ქვეყანაში საერთაშორისო ბაზრის არსებობამ. 

საქართველოში ქსოვის ტრადიცია ჯერ კიდევ ენეოლითური და ნეოლითური ეპოქიდან იწყება, რაც უძველესი ფარდაგის ფრაგმენტებით დასტურდება. XVII-XIX საუკუნეებიდან თბილისი ხალიჩებით ვაჭრობის უდიდეს ცენტრად ითვლებოდა - ასობით ტონა კავკასიური ხალიჩა გაედინებოდა რუსეთში, ევროპასა და აშშ-ში. მსგავსი ადგილობრივი ბაზრის არსებობა დიდ გავლენას ახდენდა ქართულ მეხალიჩეობაზე - ფართოდ იყო გავრცელებეული აღმოსავლური ტექსტილისთვის დამახასიათებელი ორნამენტები. აღსანიშნავია ქართულ ხალიჩაზე დატანილი მხატვრული დეტალები, რომლებიც უძველესი ტრადიციებისა და რწმენა-წარმოდგენების სარკეა. 


ბრენდი
BlueTabla
Find similar