ხალიჩა ფარდაგი - ქართული
ზომა: 145 x 145 სმ
მასალა: ბამბა და პოლიესტერი
ირეცხება სარეცხ მანქანაში 40℃-მდე
შუა საუკუნეებიდან მოყოლებული, საქართველოში აქტიურად იწარმოება და გამოიყენება ხალიჩა-ფარდაგები, რასაც ხელი შეუწყო ქვეყანაში საერთაშორისო ბაზრის არსებობამ.
საქართველოში ქსოვის ტრადიცია ჯერ კიდევ ენეოლითური და ნეოლითური ეპოქიდან იწყება, რაც უძველესი ფარდაგის ფრაგმენტებით დასტურდება. XVII-XIX საუკუნეებიდან თბილისი ხალიჩებით ვაჭრობის უდიდეს ცენტრად ითვლებოდა - ასობით ტონა კავკასიური ხალიჩა გაედინებოდა რუსეთში, ევროპასა და აშშ-ში. მსგავსი ადგილობრივი ბაზრის არსებობა დიდ გავლენას ახდენდა ქართულ მეხალიჩეობაზე - ფართოდ იყო გავრცელებეული აღმოსავლური ტექსტილისთვის დამახასიათებელი ორნამენტები. აღსანიშნავია ქართულ ხალიჩაზე დატანილი მხატვრული დეტალები, რომლებიც უძველესი ტრადიციებისა და რწმენა-წარმოდგენების სარკეა.
ქართული ფარდაგი საქართველოს კულტურისა და ტრადიციების მრავალფეროვნებას აერთიანებს. დიზაინში ჰარმონიულად არის შერწყმული ტრადიციული ქართული ორნამენტები, საკრავი ინსტრუმენტები და „ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმები.
ფარდაგზე გამოსახულია საქართველოს მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობები - თბილისის ოპერა, აბანოთუბანი, დადიანების სასახლე, კაცხის სვეტი, მეგრული ოდა და სხვა. კომპოზიციაში წარმოდგენილია საქართველოს სხვადასხვა მხარე, მათ შორის აფხაზეთი, სვანეთი და სამეგრელო.
დიზაინში ასევე შეხვდებით ქართულ ცეკვასა და ტრადიციულ კერძებს - ხინკალს, აჭარულ ხაჭაპურს და ქართული კულტურისთვის დამახასიათებელ სხვა დეტალებს.