ხალიჩა - ფარდაგი - თაბორი
ხალიჩა - ფარდაგი - თაბორი
‍180‍ 

ხალიჩა - ფარდაგი - თაბორი

BT14121732
უფასო მიწოდება საქართველოში
3 საათში მიწოდება თბილისში

ზომა: 145 x 145 სმ

მასალა: ბამბა და პოლიესტერი

ირეცხება სარეცხ მანქანაში 40℃-მდე

ფარდაგი თაბორი აერთიანებს ქართული დიზაინისთვის დამახასიათებელ მოტივებს. ფარდაგზე გამოსახულია ლურჯი სუფრის ორნამენტები, ბროწეულები, მანები და ქართული ანბანი, რომლებიც ერთ კომპოზიციაშია შერწყმული.

შუა საუკუნეებიდან მოყოლებული, საქართველოში აქტიურად იწარმოება და გამოიყენება ხალიჩა-ფარდაგები, რასაც ხელი შეუწყო ქვეყანაში საერთაშორისო ბაზრის არსებობამ. 

საქართველოში ქსოვის ტრადიცია ჯერ კიდევ ენეოლითური და ნეოლითური ეპოქიდან იწყება, რაც უძველესი ფარდაგის ფრაგმენტებით დასტურდება. XVII-XIX საუკუნეებიდან თბილისი ხალიჩებით ვაჭრობის უდიდეს ცენტრად ითვლებოდა - ასობით ტონა კავკასიური ხალიჩა გაედინებოდა რუსეთში, ევროპასა და აშშ-ში. მსგავსი ადგილობრივი ბაზრის არსებობა დიდ გავლენას ახდენდა ქართულ მეხალიჩეობაზე - ფართოდ იყო გავრცელებეული აღმოსავლური ტექსტილისთვის დამახასიათებელი ორნამენტები. აღსანიშნავია ქართულ ხალიჩაზე დატანილი მხატვრული დეტალები, რომლებიც უძველესი ტრადიციებისა და რწმენა-წარმოდგენების სარკეა.