ვერცხლის კულონი - გიორგი VII/ერეკლე II
ვერცხლის კულონი - გიორგი VII/ერეკლე II
მასალა: ვერცხლი (სინჯი 925)
წონა: 11,6 გრამი, დიამეტრი 2.5 სმ (დაახლოებით 50 თეთრიანის ზომა)
შუბლი: თვალის გამოსახულება. მონეტის კიდეზე მსხვილი მთავრული ასოებია მოთავსებული: ႫႤႴႤႧ/ႫႴႤ ႢႨ ე.ი. მეფეთა მეფე გიორგი.
ორიგინალი მონეტა: მეფე გიორგი VII (1393-1407) პირველი მონეტა და 1398 წელს
ზურგი: ერეკლე II-ის 1765-1766 წლებში მოჭრილი მონეტაზე გამოსახული ბაგრატიონების საგვარეულო გერბი: გვირგვინი, სასწორი, სფერო, სკიპტრა და მახვილი.
საწყისი ფასი არის ძეწკვის გარეშე - თუ გნებავთ ძეწკვი გთხოვთ მონიშნოთ
ვერცხლის კულონი გიორგი VII / ერეკლე II ქართული ნუმიზმატიკის ორ განსხვავებულ ეპოქას ერთ ნამუშევარში აერთიანებს. ორმხრივი კულონის შთაგონება ქართველი მეფეების ისტორიული მონეტებია: გიორგი VII-ის 1398 წლის მონეტაზე გამოსახული თვალი ასომთავრული წარწერით და ერეკლე II-ის პერიოდის ბაგრატიონთა საგვარეულო გერბი.
დიზაინზე მუშაობისას შევისწავლეთ ორივე მონეტის გრაფიკული რელიეფი — სამეფო რეგალიები, სასწორი, მახვილი და ძველი ქართული დამწერლობის ხასიათი. ისტორიული დეტალების ერთგულებით ეს მონუმენტური არტეფაქტები ყოველდღიურ აქსესუარად ვაქციეთ.