შესყიდვების მენეჯერი

“ბლუტაბლა” არის ქართულ თემაზე შექმნილი სახლის ნივთებისა და აქსესურების მწარმოებელი კომპანია, ჩვენ ვქმნით ქართული მრავალსაუკუნოვანი კულტურით, ისტორიითა და ესთეტიკით შთაგონებულ დიზაინებს.

ბლუტაბლა აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე:

სამუშაოს აღწერა:

  • კომპანიის შესყიდვების დაგეგმვა და განხორციელება ყველა მიმართულებით
  • მომწოდებლების მოძიება და შერჩევა ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე
  • ფასებსა და პირობებზე მოლაპარაკება, ხელშეკრულებების მომზადება
  • იმპორტისა და საერთაშორისო გადაზიდვების ორგანიზება, განბაჟების კოორდინაცია
  • პროექტული და საოპერაციო საჭიროებების შესყიდვით უზრუნველყოფა
  • შესყიდვების პროცედურის დანერგვა, დოკუმენტაციისა და აღრიცხვის წარმოება
  • სხვა მიმდინარე ამოცანები შესყიდვების მიმართულებით

მოთხოვნები:

  • შესყიდვების, მომარაგების ან იმპორტის მიმართულებით მინიმუმ 2–3 წლიანი გამოცდილება
  • ადგილობრივი მომწოდებლების ბაზრის ცოდნა
  • ინგლისური ენის ცოდნა მიმოწერისა და მოლაპარაკების დონეზე
  • მოლაპარაკების უნარი და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
  • ორგანიზებულობა და რამდენიმე მიმართულების პარალელურად მართვის უნარი

ანაზღაურება და პირობები:

  • კონკურენტული ანაზღაურება;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
  • შედეგზე ორიენტირებული, მეგობრული და პროფესიული სამუშაო გარემო.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: [email protected]

წერილის სათაურში მიუთითეთ: „შესყიდვების მენეჯერი“.