კომპლექტი (8ც) - შინ - ფაიფური
კომპლექტი (8ც) - შინ - ფაიფური
კომპლექტი: ყუთში დევს 8 ცალი
ზომა: 2 ცალი - თეფში 25სმ / 2 ცალი - თეფში 20სმ / 2 ცალი - ჭიქა 10სმ / 2 ცალი - ჯამი 11სმ
მასალა: უმაღლესი ხარისხის ფაიფური
მოვლის წესი: ირეცხება ჭურჭლის სარეცხ მანქანაში და შესაძლებელია მიკროტალღურ ღუმელში გამოყენება
კოლექცია ქართული ენის უნიკალურობას ეძღვნება — იმ მეხსიერებას, რომელიც აი იადან ვეფხისტყაოსნამდე, საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა და დღემდე განსაზღვრავს ჩვენს ხასიათს.
დიზაინზე მუშაობისას ჩვენი მთავარი მიზანი კალიგრაფიისა და ტიპოგრაფიის სიღრმისეული კვლევა იყო. თითოეული ასო-ნიშნის ფორმირებისას ვეძებდით იმ უნიკალურ პლასტიკასა და რიტმს, რომელსაც ქართული დამწერლობა ინახავს.
ჩვენი ნამუშევრები ქართული დამწერლობის ხასიათს იხელთებს და კულტურულ მემკვიდრეობას თანამედროვე ყოველდღიურობის ნაწილად აქცევს.