მაჯის საათი - მარიამ-მართა - ვერცხლისფერი

მიმოხილვის დაწერა
BT12141145
165.00 
220.00 
დანაზოგი: 55.00 ₾
არ არის გაყიდვაში
  • მარაგი მაღზიაშია

მაჯის საათი - მარიამ-მართა

მექანიზმი: იაპონური კვარცი

საათის ზომა: დიამეტრი - 35მმ , სისქე - 3მმ 

საათის კორპუსი: ვერცხლისფერი, უჟანგავი მეტალი

სამაჯურის ზომა: 45x5 სმ

სამაჯურის მასალა: 100% აბრეშუმი

გარანტია: 2 წელი

XI საუკუნეში საქართველოს ბაგრატ IV მართავდა, რომლის ქალიშვილიც, შემდეგში უკვე ბიზანტიის დედოფალი და დავით აღმაშენებლის მამიდა - მარიამ-მართა ბაგრატიონი იყო. ამავე პერიოდით დათარიღებულ მინიატურაზე გამოსახულია მარიამ-მართა ბიზანტიური საიმპერატორო სამოსით, შემკული ძვირფასი ქვებითა და ოქროთი. სწორედ ამ სახასიათო ორნამენტებით, ყვითელი და ლურჯი ფერების კომბინაციით შეიქმნა ბლუტაბლას სახლის ნივთებისა და აქსესუარების კოლექცია - „მარიამ-მართა“.

ბაგრატიონებთა სამეფო დინასტია ევროპაში ერთ-ერთი უძველესი დინასტიური გვარია. IX-XVIII საუკუნეებში ბაგრატიონები მეფობდნენ როგორც გაერთიანებულ საქართველოს, ასევე ცალკეულ ქართულ სამეფოებს. გარდა ძლიერი პოლიტიკური ფიგურებისა, როგორებიც დავით აღმაშენებელი და თამარ მეფე იყვნენ, ბაგრატიონები აქტიურად ეწეოდნენ სამეცნიერო საქმიანობებს. მათ ფუნდამენტური საფუძველი დაუდეს ქვეყნის სამართლის, ისტორიოგრაფის, ლიტერატურის, ხელოვნებისა და სხვა დარგების განვითარებას, რის შედეგადაც საქართველო, როგორც ერთიანი სახელმწიფო ფორმირდა.

მარიამ-მართა ბაგრატიონის კოლექციაში ასევე შედის: სუფრა, თეფშები და აბრეშუმის შარფი

ბრენდი
BlueTabla
Find similar

მიმოხილვა არ მოიძებნა

შეიძლება დაგაინტერესოთ