უფასო მიწოდება

ჭიქა - ირემი- ხელნაკეთი

BT11121312
30.00 
მარაგშია
+
სასურველ სიაში დამატება
  • მარაგი მაღზიაშია

ხელით ნაძერწი და ხელით მოხატული კერამიკის ჭიქა - ორჯერ გამომწვარი 1050 გრადუსზე. თეფში შესაძლოა მცირედით განსხვავდებოდეს სურათზე მოცემულისგან, გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ჭიქა არის ხელნაკეთი.

მასალა: თიხა

ჭიქის დიზაინი შექმნილია ნიკო ფიროსმანის ნამუშევრის - "ირემის" მიხედვით.

ნიკო ფიროსმანის შემოქმედება ქართულ ხელოვნებაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. მის ნახატებში ძირითადად ასახულია XIX-XX საუკუნის თბილისის ცხოვრების სტილი და წეს-ჩვეულებები. მხატვრის ილუსტრაციებში მთავარი პერსონაჟები სუფრასთან შემოკრებილი ადამიანები, სოფლის მაცხოვრებლები ან ცალკეული პროფესიის წარმომადგენლები არიან. 1969 წელს ფიროსმანის შემოქმედება გამოიფინა ლუვრის მუზეუმში, პარიზში. ნიკოს ნახატები ძმებმა ზდანევიჩებმა აღმოაჩინეს, მომავალს შემოუნახეს და პიკასომდეც მიიტანეს, რომელმაც 1972 წელს მხატვარს პორტრეტი მიუძღვნა.