ზომა: 140/140 ან 210/140 სმ
მასალა: პოლიესტერი
ირეცხება 30 გრადუსზე
საქართველოს ფიზიკურ-გეოგრაფიულმა ადგილმდებარეობამ განაპირობა მისი მრავალფეროვანი ბუნება. აქ წარმოდგენილი ფლორა შედგება ათასობით ნაირსახეობის მცენარეებისგან, რომელთა ნაწილი მხოლოდ კავკასიური ჯიშისაა. მაგალითად, ღვინა კავკასიის ენდემია, ხშირად გვხვდება მდელოებზე და სახელწოდება გამომდინარეობს ღვინის შეფერილობიდან. საქართველოს წითელ ნუსხაშია შეტანილი მარადმწვანე კოლხური ბზა, რომელიც ქართული ტრადიციული დღესასწაულის ნაწილად იქცა. ასევე წითელ ნუსხაშია შეტანილი გარეჯის სალბი. სუფრის დიზაინზე ასევე დატანილია საოცარი ნაღველა, აფხაზეთის ხარისძირა, ასკილი და სხვა ყვავილოვანი მცენარეები.