მაჯის საათი - მარიამ-მართა - წითელი

BT16431250
ბრენდიBlueTabla

მაჯის საათი - მარიამ-მართა

მექანიზმი: იაპონური კვარცი

საათის ზომა: დიამეტრი - 30მმ , სისქე - 3მმ 

საათის კორპუსი: ოქროსფერი, უჟანგავი მეტალი

სამაჯურის ზომა: 23x1.8 სმ

სამაჯური მასალა: ნაჭერი

გარანტია: 2 წელი

სამაჯურზე გამოყენებულია XI საუკუნის მინიატურაზე გამოსახული ქსოვილის დიზაინი. მინიატურაზე გამოსახულია ბიზანტიის იმპერატორი ნიკიფორე III ბოტანიატი და დედოფალი მართა ბაგრატიონი. მინიატურა საფრანგეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ინახება.

მინიატურა, რომელზეც გამოსახულია საქართველოს მეფის ბაგრატ IV-ის ასული, ბიზანტიის დედოფალი მარიამ-მართა ბაგრატიონი, კარგად ცხადყოფს ივანე ჯავახიშვილის მოსაზრებას, რომ "ქართველ მეფეთა ტანისამოსი, სამკაული და თავსახურავი, აგრეთვე სამეფო ნიშნები, ბიზანტიის ხელმწიფეებისას მიაგავდა და ბიზანტიიდან უნდა მომდინარეობდნენ". იგივე შეიძლება ითქვამს ამ პერიოდის ქსოვილზეც, რომელიც ჩანს, უხვად იყო შემკული როგორც ოქრომკერდით, ისე ძვირფასი და კეთილშობილი თვლებით. ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავდა, რომ "ბიზანტიის კეისრების სამეფო სამოსლის კუთვნილებას ოქრონემსული, მოთვალული, გრძელი, მაგრამ ვიწრო ზოლის მსგავსად ნაკერი, ფერადსარჩულიანი სამკაული შეადგენდა, რომლის ერთ წვერსაც ორსავე მხარეზე მოიხვევდნენ და წელზე შემოხვევის შემდგომ მის მეორე წვერს მარცხენა მკლავზე გადაიგდენდნენ. ბიზანტიაში ამ სამკაულს ლოროსი, ლათინურად ლორუმი ეწოდებოდა". ამდენად ლოროსი წარმოადგენდა კეთილშობილი ქვებით გაფორმებულ ძვირფას ქსოვილს, რომელიც ქართველ მეფეთა სამოსში ხშირად გამოიყენებოდა. 

წყარო: ქსოვილი საქართველოდან (ავტორები: გ. კალანდია, ი.საგანელიძე, ი.ზამბახიძე)


მარიამ-მართა ბაგრატიონის კოლექციაში ასევე შედის: სუფრა და აბრეშუმის შარფი


ბრენდი
BlueTabla