უფასო მიწოდება

აბრეშუმის შარფი - მარიამ-მართა

BT14141164
95.00 
მარაგშია
+
სასურველ სიაში დამატება
  • მარაგი მაღზიაშია

აბრეშუმის შარფი - მარიამ-მართა

100% თუთის აბრეშუმი
სქელი აბრეშუმი (16მმ)
ორმხრივი პრინტი
ზომა: 65x65სმ ან 89x89სმ
მოვლა: ქიმწმენდა
ხელით შემოკერილი გვერდები

XI საუკუნეში საქართველოს ბაგრატ IV მართავდა, რომლის ქალიშვილიც, შემდეგში უკვე ბიზანტიის დედოფალი და დავით აღმაშენებლის მამიდა - მარიამ-მართა ბაგრატიონი იყო. ამავე პერიოდით დათარიღებულ მინიატურაზე გამოსახულია მარიამ-მართა ბიზანტიური საიმპერატორო სამოსით, შემკული ძვირფასი ქვებითა და ოქროთი. სწორედ ამ სახასიათო ორნამენტებით, ყვითელი და ლურჯი ფერების კომბინაციით შეიქმნა ბლუტაბლას სახლის ნივთებისა და აქსესუარების კოლექცია - „მარიამ-მართა“.

ბაგრატიონებთა სამეფო დინასტია ევროპაში ერთ-ერთი უძველესი დინასტიური გვარია. IX-XVIII საუკუნეებში ბაგრატიონები მეფობდნენ როგორც გაერთიანებულ საქართველოს, ასევე ცალკეულ ქართულ სამეფოებს. გარდა ძლიერი პოლიტიკური ფიგურებისა, როგორებიც დავით აღმაშენებელი და თამარ მეფე იყვნენ, ბაგრატიონები აქტიურად ეწეოდნენ სამეცნიერო საქმიანობებს. მათ ფუნდამენტური საფუძველი დაუდეს ქვეყნის სამართლის, ისტორიოგრაფის, ლიტერატურის, ხელოვნებისა და სხვა დარგების განვითარებას, რის შედეგადაც საქართველო, როგორც ერთიანი სახელმწიფო ფორმირდა.


მარიამ-მართა ბაგრატიონის კოლექციაში ასევე შედის: სუფრა, თეფშები და საათი

ბრენდი
BlueTabla
შარფის ზომა
65 x 65სმ
Find similar