ზომა: 140/140სმ ან 210/140სმ
140/140 სმ ერგება 135სმ დიამეტრამდე მრგვალ მაგიდას (დიაგონალი 200სმ)
მასალა: პოლიესტერი
ირეცხება 30 გრადუსზე
ბათუმის შესახებ ცნობები ჯერ კიდევ ანტიკური დროის ფილოსოფოს არისტოტელესთან გვხვდება. მისი სახელწოდება ბერძნულად ითარგმნება როგორც „ღრმა“, რაც შავი ზღვის ერთ-ერთ ყველა ღრმა ნავთსაყუდელზე მიანიშნებს. ქალაქის დაარსების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა გვხვდება წყაროები ძვ.წ. II-I ათასწლეულიდან სავაჭრო კავშირების შესახებ. ღრმა წარსულიდან ბათუმი ქვეყნის სტრატეგიური ქალაქი და კულტურული ცენტრია. 1878 წელს, ინგლისის ინიციატივით ბათუმი „პორტო-ფრანკოდ“ გამოცხადდა, რამაც ქალაქი გააცნო ევროპულ ყოფასა და ცხოვრების სტილს. ამჟამად, ბათუმი ყოველწლიურად ასიათასობით ტურისტს მასპინძლობს, რასაც განაპირობებს ენდემური (კოლხეთის) ფლორის სახეობების მრავალფეროვნება, ადგილობრივი ღირშესანიშნაობები და ისტორიული, არქიტექტურული ძეგლები.