სუფრა - ბათუმი
სუფრა - ბათუმი
ზომა: 140x140 / 210x140 სმ 140x140 სმ ერგება 135 სმ დიამეტრამდე მრგვალ მაგიდას (დიაგონალი 200 სმ)
მასალა: პოლიესტერი
მოვლის წესი: ირეცხება 30 გრადუსზე
ბათუმის შესახებ ცნობები ჯერ კიდევ ანტიკური დროის ფილოსოფოს არისტოტელესთან გვხვდება. მისი სახელწოდება ბერძნულად ითარგმნება როგორც „ღრმა“, რაც შავი ზღვის ერთ-ერთ ყველაზე ღრმა ნავსაყუდელზე მიანიშნებს. ქალაქის დაარსების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა სავაჭრო კავშირების შესახებ წყაროები ძვ. წ. II-I ათასწლეულიდან გვხვდება.
ღრმა წარსულიდან ბათუმი ქვეყნის სტრატეგიული ქალაქი და კულტურული ცენტრია. 1878 წელს, ინგლისის ინიციატივით, ბათუმი „პორტო-ფრანკოდ“ გამოცხადდა, რამაც ქალაქი ევროპულ ყოფასა და ცხოვრების სტილს დააახლოა. ამჟამად ბათუმი ყოველწლიურად ასიათასობით ტურისტს მასპინძლობს, რასაც განაპირობებს ენდემური კოლხური ფლორის მრავალფეროვნება, ადგილობრივი ღირსშესანიშნაობები და ისტორიული თუ არქიტექტურული ძეგლები.