სუფრა - ქიმერიონი - ვარდისფერი
სუფრა - ქიმერიონი - ვარდისფერი
ზომა: 140/140 ან 210/140 სმ
მასალა: პოლიესტერი
მოვლის წესი: ირეცხება 30 გრადუსზე
ქიმერიონის კოლექცია XX საუკუნის დასაწყისის ქართულ ავანგარდსა და შემოქმედებით ეპოქას ეძღვნება. ამ პერიოდში თბილისი ევროპული მოდერნიზმის ექოს პასუხობდა: იქმნებოდა არტისტული თავშეყრის სივრცეები, სადაც ქართული კულტურის თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად ხელოვანები ერთიანდებოდნენ.
ერთ-ერთი ასეთი სივრცე იყო კაფე „ქიმერიონი“, რომლის კედლებიც ლადო გუდიაშვილის, დავით კაკაბაძისა და ძმები თოიძეების ნახატებით მოიხატა. „ქიმერიონი“ ავანგარდული შემოქმედების კერა და თბილისის კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, რომელსაც ხშირად სტუმრობდა მხატვარი ელენე ახვლედიანი და ეპოქის სხვა გამორჩეული ხელოვანები.
ჩვენი ნამუშევარი „ქიმერიონი“ სწორედ ამ ისტორიულ სივრცეს ეძღვნება.