სუფრა - სამეგრელო
სუფრა - სამეგრელო
ზომა: 140x140 / 210x140 / 280x140 / 330x140 სმ
მასალა: პოლიესტერი
მოვლის წესი: ირეცხება 30 გრადუსზე
სუფრა „სამეგრელო“ ეძღვნება საქართველოს ისტორიულ მხარეს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ეგრისის სამეფოდ, ხოლო შემდეგ ოდიშის სამთავროდ იყო ცნობილი. სუფრა რეგიონის მდიდარი კულტურული ძეგლების, ხელუხლებელი ლანდშაფტების, ორნამენტებისა და სიმბოლოების ერთგვარ რუკას წარმოადგენს.
აქ ნახავთ სამეგრელოს ცნობილ ადგილებსა და ღირსშესანიშნაობებს: დადიანების სასახლეს, დადიანების რეზიდენციას სალხინოში, ზუგდიდის დრამატულ თეატრს, რკინიგზის სადგურს, აკაკი ხოშტარიას სასახლეს, კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმს, ტერენტი გრანელის სახლ-მუზეუმს, ნოქალაქევის ციხე-სიმაგრეს, ფოთის შუქურას, კოლხეთის ეროვნულ პარკს, პალიასტომის ტბას, მარტვილის კანიონს, ოქროს ტბას, ონიორეს ჩანჩქერს, ტობავარჩხილის ტბას, მალთაყვას, ლებარდეს და სხვა ღირსშესანიშნაობებს.