ვერცხლის კულონი - თამარი/ერეკლე II
ვერცხლის კულონი - თამარი/ერეკლე II
მასალა: ვერცხლი (სინჯი 925)
წონა: 10,3 გრამი, დიამეტრი 2.5 სმ (დაახლოებით 50 თეთრიანის ზომა)
შუბლი: თამარის ხელმოწერა
ზურგი: ერეკლე II-ის 1765-1766 წლებში მოჭრილი მონეტაზე გამოსახული ბაგრატიონების საგვარეულო გერბი: გვირგვინი, სასწორი, სფერო, სკიპტრა და მახვილი.
ორიგინალი მონეტები: 1187წ. თამარი და 1765-1766წ ერეკლე II
საწყისი ფასი არის ძეწკვის გარეშე - თუ გნებავთ ძეწკვი გთხოვთ მონიშნოთ
ვერცხლის კულონი თამარ მეფე / ერეკლე II ქართული ნუმიზმატიკის ორ განსხვავებულ ეპოქას ერთ ორმხრივ სამკაულში აერთიანებს. ნამუშევრის ერთ მხარეს თამარ მეფის ისტორიული მონეტის გრაფიკული რელიეფია დატანილი, მეორე მხარეს კი ერეკლე II-ის პერიოდის ბაგრატიონთა საგვარეულო გერბი: სამეფო გვირგვინი, სასწორი და მახვილი.
დიზაინზე მუშაობისას შევისწავლეთ ორივე მონეტის ისტორიული დეტალები და ძველი ქართული დამწერლობის ხასიათი. ამ არტეფაქტების ერთგულებით შევქმენით აქსესუარი, რომელსაც ქართველი მონარქების მემკვიდრეობა თანამედროვე ფორმით შემოაქვს ყოველდღიურობაში.