უფასო მიწოდება

თეფში (2ც) - მარიამ-მართა - ფაიფური - 25სმ

BT11121328
50.00 
მარაგშია
+
სასურველ სიაში დამატება
  • მარაგი მაღზიაშია

კომპლექტი: ყუთში 2 ცალი

  • დიამეტრი: 25სმ
  • მასალა: უმაღლესი ხარისხის ფაიფური
  • ირეცხება ჭურჭლის სარეცხ მანქანაში
  • შესაძლებელია მიკროტალღურ ღუმელში გამოყენება
  • კოლექცია: მარიამ-მართა

XI საუკუნეში საქართველოს ბაგრატ IV მართავდა, რომლის ქალიშვილიც, შემდეგში უკვე ბიზანტიის დედოფალი და დავით აღმაშენებლის მამიდა - მარიამ-მართა ბაგრატიონი იყო. ამავე პერიოდით დათარიღებულ მინიატურაზე გამოსახულია მარიამ-მართა ბიზანტიური საიმპერატორო სამოსით, შემკული ძვირფასი ქვებითა და ოქროთი. სწორედ ამ სახასიათო ორნამენტებით, ყვითელი და ლურჯი ფერების კომბინაციით შეიქმნა ბლუტაბლას სახლის ნივთებისა და აქსესუარების კოლექცია - „მარიამ-მართა“.

ბაგრატიონებთა სამეფო დინასტია ევროპაში ერთ-ერთი უძველესი დინასტიური გვარია. IX-XVIII საუკუნეებში ბაგრატიონები მეფობდნენ როგორც გაერთიანებულ საქართველოს, ასევე ცალკეულ ქართულ სამეფოებს. გარდა ძლიერი პოლიტიკური ფიგურებისა, როგორებიც დავით აღმაშენებელი და თამარ მეფე იყვნენ, ბაგრატიონები აქტიურად ეწეოდნენ სამეცნიერო საქმიანობებს. მათ ფუნდამენტური საფუძველი დაუდეს ქვეყნის სამართლის, ისტორიოგრაფის, ლიტერატურის, ხელოვნებისა და სხვა დარგების განვითარებას, რის შედეგადაც საქართველო, როგორც ერთიანი სახელმწიფო ფორმირდა.


ბრენდი
BlueTabla
Find similar
შეიძლება დაგაინტერესოთ