ზომა: 140 x 110 სმ
მასალა: ბამბა და პოლიესტერი
ირეცხება სარეცხ მანქანაში 40℃-მდე
სულხან-საბა ორბელიანის სიბრძნე სიცრუისა XVII საუკუნის ნაშრომია, რომელიც ალეგორიული, გამოგონილი ამბებით სამყაროს არსის შეცნობას ცდილობს. წიგნი 136 იგავ-არაკისგან შედგება, რომელთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული ამბავი კატის გაზრდილი ლომია. დიზაინში იგავის პერსონაჟები ილუსტრაციებით გავაცოცხლეთ, რათა საუკუნოვანი ამბავი პატარებისთვის გასაგებ და სახალისო ფორმით გადმოგვეცა.