სუფრა “სამეგრელო” ეძღვნება საუკუნეების განმავლობაში ეგრისის სამეფოდ, ხოლო შემდეგ ოდიშის სამთავროდ წოდებულ საქართველოს ისტორიულ მხარეს. სუფრა წარმოადგენს რეგიონის მდიდარი კულტურული ძეგლების, ხელუხლებელი ლანდშაფტების, ორნამენტებისა და სიმბოლოების ერთგვარ რუკას. აქ ნახავთ თქვენთვის კარგად ნაცნობ ადგილებს სამეგრელოში, როგორებიც არის დადიანების სასახლე, დადიანების რეზიდენცია სალხინოში, ზუგდიდის დრამატული თეატრი, რკინიგზის სადგური, აკაკი ხოშტარიას სასახლე, კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი, ტერენტი გრანელის სახლ-მუზეუმი, ნოქალაქევის ციხე-სიმაგრე, ფოთის შუქურა, კოლხეთის ეროვნული ნაკრძალი, პალიასტომის ტბა, მარტვილის კანიონი, ოქროს ტბა, ონიორეს ჩანჩქერი, ტობავარჩხილის (ვერცხლის) ტბა, მალთაყვა, ლებარდე თუ სხვა ღირსშესანიშნაობები.