შეფუთვაში დევს ორი სხვადასხვა ფერის თეფში - ცისფერი და ვარდისფერი
საქართველოს ფერდობებზე გაზაფხულის ცისფერის გამოჩენა გამოზაფხულების ნიშანია. ცისფერი ძალიან სწრაფი პეპელაა და ამასთან, საოცრად ნაზი ფარფატი ახასიათებს. ცვრიან მდელოებზე მას მუქწითელა მრავალთვალა უერთდება; მუქწითელას ფრთების ქვედა მხარეს პატარა თვალაკები აქვს, რომლებითაც თავსაც იცავს და მისტიურ შესახედაობასაც იძენს.