ახალი წელი იწყება სუფრით, რომელიც გვახსენებს, რომ ერთად ყოფნა ყველაზე დიდი ტრადიციაა

December 15, 2025

საახალწლო სუფრა ბევრნაირი არსებობს. სადღაც დიდია, სადღაც პატარა. შეიძლება იყოს ტრადიციული და თანამედროვე; გადატვირთულიც და მსუბუქიც; სადღაც უმცირესი დეტალებიც გათვალისწინებულია, სადღაც კი სუფრა სახელდახელოც შეიძლება იყოს. ეს ხომ ახალი წელია და ახალი წელი ყველას თავისებური აქვს, თუმცა ყველგან და ყველასთან ახალი წელი იწყება სუფრით, რომელიც უამრავ ტკბილ მოგონებას აერთიანებს და გვახსენებს, რომ ერთად ყოფნა ყველაზე დიდი ტრადიციაა.

ბლუტაბლას წლევანდელი კოლექცია სწორედ ამ კავშირების გასაძლიერებლად შეიქმნა - წარსულსა და აწმყოს, ოჯახის წევრებსა და იმ ისტორიებს შორის, რომლებსაც ჩვენი ნივთები ჰყვებიან.

A table with plates and candles on it  AI-generated content may be incorrect.

ჩვენ მიერ შექმნილ ამ საახალწლო სუფრაზე ტრადიციული სიმბოლიკა და ფერები საახალწლო განწყობის მატარებელია. წითელი ფერი კი სიხარულის, ენერგიისა და ახალი წლის სიმბოლოა. ჩვენი ბაგრატიონის წითელი სუფრაც სწორედ ამ ემოციით არის გაჯერებული. მისი სამეფო ორნამენტები კი თქვენს სადღესასწაულო სუფრას ტრადიციულ მნიშვნელობას მატებს.

A table with a red tablecloth and a christmas tree  AI-generated content may be incorrect.

საახალწლო სუფრაზე განსაკუთრებულად იგრძნობა იმ დროის სიახლოვე, როდესაც ყველაზე მხიარული განწყობა და ტკბილი მოგონებები იყრის თავს. თუკი თქვენს დღესასწაულში ზამთრის ზღაპრის შემოყვანა გსურთ, ჩვენი ძველი საახალწლო სუფრა საუკეთესო არჩევანია. ის თითქოს აცოცხლებს ბავშვობის მოგონებებს და აძლიერებს კავშირს იმ ძვირფას წარსულთან, რომელიც დღესასწაულს ასე ძალიან უხდება. ჩვენი ძველი საახალწლო სუფრა თქვენს დღესასწაულს ზამთრის ზღაპრად აქცევს და კიდევ უფრო აძლიერებს კავშირს წარსულსა და დღესასწაულს შორის.

საახალწლო სამზადისი დეტალებით იწყება. სუფრა ბარძიმიც სწორედ იმ ისტორიას ინახავს, რომელსაც თქვენი სუფრის ყოველი დეტალი ჰყვება: ქართული ჭედურობის უძველესი ნიმუშის - ბაგრატ III-ის ოქროს ბარძიმიდან, ჩვენს მინიმალისტურ ფორმებამდე. ეს არის სუფრა, სადაც წარსული და დღესასწაული ხვდება ერთმანეთს.

A table with wine glasses and candles  AI-generated content may be incorrect. A table with silverware and a mirror ball  AI-generated content may be incorrect.

ხოლო ძველი ქართული ორნამენტებით გაჯერებულ სუფრაზე - მწვანე კალა, თითოეული დეტალი წარსულიდან მოტანილი გზავნილია - ბედნიერების, სითბოსა და ახალი სიცოცხლის დასაწყისის.

A table with plates and food on it  AI-generated content may be incorrect.

თუმცა, არ დაგვავიწყდეს, რომ ქართული სუფრა მხოლოდ კერძები არ არის. ეს თქვენი ამბავი, თქვენი ტრადიციაა. ჩვენი თეთრი კალაც ასეთია, კარგად ნაცნობი და საიმედო, რომელიც შენი ოჯახის საახალწლო ამბავს შეინახავს და ძალიან ძვირფას მოგონებად აქცევს.

A table with plates and glasses on it  AI-generated content may be incorrect.

ჩვენ გვჯერა, რომ ნაძვის ხე მხოლოდ დეკორაცია არ არის. ის ოჯახური ისტორიაა, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. ამიტომაც შევქმენით სათამაშოები, რომლებიც ამ ისტორიის ნაწილი გახდება, ისეთივე ფასეული და შინაარსიანი, როგორც ჩვენი ტრადიციები.  საახალწლო სათამაშოების შეძენა ექსკლუზიურად მხოლოდ პეკინის 15-ში, ბლუტაბლას ფილიალშია შესაძლებელი, სადაც თქვენთვის სასურველი საახალწლო სუფრა თუ სხვა აქსესუარიც დაგხვდებათ, რომელთა შეძენას შეძლებთ როგორც

ონლაინ https://bluetabla.ge/sufra/

ასევე, ფილიალებში  https://shorturl.at/VFnjI