ბლუტაბლას სააღდგომო სუფრა

26 Apr 2024

ქართული სუფრის ტრადიცია

 

ჯერ კიდევ XVII საუკუნეში ქართველები დღესასწაულებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ და ამ სამზადისის განუყოფელი ნაწილი ქართული სუფრა იყო. როგორც ვიცით, ქართული სუფრის კულტურა და სტუმართმოყვარეობა ქართული იდენტობის დიდი ნაწილია. ლურჯი სუფრა საქართველოს გასაცნობად ყველაზე კარგი ადგილია. საქართველოს ისტორიისა და ტრადიციების შესახებ არა მხოლოდ მისი ვიზუალი, ორნამენტები და გამოსახულებები, არამედ მასთან ასოცირებული რიტუალებიც გვიყვება. ლურჯი სუფრა ქართველებისთვის იმდენად ძვირფასია, რომ მისი დღესასწაულებისთვის შენახვისა და საზეიმო ვითარებებში გაშლის ტრადიცია დღემდე უწყვეტად ცოცხლობს. ერთ-ერთი ასეთი განსაკუთრებული სუფრა სააღდგომოდ იშლება ხოლმე.

აღდგომას წინ დიდი სამზადისი მიუძღვება. ეს სამზადისი სააღდგომო სუფრის გაშლითა და მის გარშემო შეკრებით გვირგვინდება. შესაბამისად, ყველა რესურსით ვცდილობთ, რომ ეს სუფრა იდეალური იყოს და სადღესასწაულო ატმოსფერო მეტად აამაღლოს.

 

როგორ გავაწყოთ სააღდგომო სუფრა?

 

სუფრის არჩევას ბლუტაბლას მრავალფეროვანი კოლექცია გაგიმარტივებს. როგორც ვიცით, წითელი ფერი სააღდგომო პერიოდში დომინანტია. შესაბამისად, განსაკუთრებით აქტუალურია წითელი შეფერილობის სუფრები. თუ შენი სააღდგომო სუფრა გსურს მეტად ტრადიციული და ქართული გახადო, ლურჯი სუფრის ორნამენტებით გაფორმებული წითელი „კალა“ იდეალური არჩევანია.

საგაზაფხულო კოლექციაში შეხვდები ქართული ენდემური ყვავილებითა და ბროწეულებით შთაგონებულ მოდელებს, სადაც ასევე წითელი ფერია წამყვანი და თანაც, გაზაფხულის ემოციას მეტად გამოხატავს. სუფრების კოლექციაში შედის წითელი და ოქროსფერი ტონალობების კომბინაციით შექმნილი და ისტორიული სამეფო ორნამენტებით გაფორმებულ სუფრა „ბაგრატიონიც“.



სუფრის შერჩევის შემდეგი ეტაპი დეკორაცია და ჭურჭლის არჩევაა, რომელიც თემატურად მიესადაგება მას. ბლუტაბლას ფაიფურის ჭურჭლის კოლექცია მოიცავს როგორც ისტორიული, ტრადიციული მოტივებით შთაგონებულ კომპლექტებს, ასევე უფრო ფერად მოდელებსაც. ხელსახოცების და რანერების შეხამებაც სურვილისამებრ შეგიძლია. ეს კომპონენტები სუფრას უფრო მრავალფეროვანს ხდის და სადღესასწაულო იერსახეს უქმნის.

სუფრის მორთვა როგორც არ უნდა გადაწყვიტო, გახსოვდეს, რომ აღდგომის და სხვა დღესასწაულების მთავარი ხიბლი სწორედ ამ სუფრის გარშემო, საყვარელ ადამიანებთან ერთად გატარებულ წუთებშია. ეს წუთები და მომენტები საბოლოოდ იმ მოგონებებს ქმნის, რომლებიც განსაკუთრებულ დღეებთან მუდმივად ასოცირდება და ჩვენს ცნობიერში სამუდამოდ ინახება.

ბლუტაბლას სახლის ნივთებისა და აქსესუარების კოლექცია ამ დღის გალამაზებაში მაქსიმალურად დაგეხმარება. დათვალიერებას შეძლებ როგორც ონლაინ - www.bluetabla.ge, ასევე ჩვენს ფილიალებში.