საახალწლო სამზადისი ბლუტაბლასთან ერთად

30 Dec 2022

ახალი წელი კიდევ უფრო მოახლოვდა... საახალწლო სამზადისი მხოლოდ საჩუქრების შერჩევას, მოლის რიგებში ლოდინსა და ნაძვის ხის მორთვას არ გულისხმობს. ახალი წლის დამდეგ ღამეს, როდესაც მეგობრების, ნათესავებისა და საყვარელი ადამიანების ლოდინში ვართ, ჯერ კერძების მზადებას ვუდგებით, შემდეგ კი სახლის დეკორატიულ მორთვას. შესაბამისად, ბუნებრივია, გვინდა ჩვენი საახალწლო სუფრაც შთამბეჭდავად გამოიყურებოდეს, მითუმეტეს, რომ ქართველებისთვის, ტრადიციისამებრ, სუფრის გარშემო შეკრება დღესასწაულების განუყოფელი ნაწილი და ჩვენი სტუმართმოყვარეობის ერთგვარი სიმბოლოა. თუ გადაწყვიტე, რომ შენი საახალწლო სუფრა 2022 წლის 31 დეკემბერს გინდა იმაზე განსაკუთრებული იყოს, ვიდრე აქამდე, მაშინ რამდენიმე რჩევით დაგეხმარებით.

რაც ყველაზე მთავარია, გვახსოვდეს, რომ ახალი წლის დამდეგს მთავარი ის ბედნიერი წუთებია, რომლებსაც საყვარელ ადამიანებთან ერთად ვატარებთ და შემდეგ კარგ მოგონებებად იქცევა. ამიტომაც, სამზადისის სტრესმა არ უნდა მოგვიცვას - კრეატიული, ჩვენს სტილსა და გემოვნებას მორგებული გარემო ბედნიერი წლის მხოლოდ დამატებითი ფუფუნებაა.

 

შენი საახალწლო სუფრა

 

ადამიანებს გვსიამოვნებს საკუთარი სახლის ინტერიერის მორთვა, გალამაზება, სუფრის კოხტად, ძვირფასი ჭურჭლით გაწყობა, რომლებსაც გამიზნულად დღესასწაულებისთვის ვინახავთ. შესაბამისად, სამზადისში ჩართულები და სტუმრების ლოდინში მყოფები ვცდილობთ, ჩვენი სუფრის თითოეული დეტალი გამორჩეული და იდეალური იყოს, ისე, რომ ყველას კომფორტი შევუქმნათ, თანაც, სანახაობით მათთან ერთად ჩვენც დავტკბეთ - მცირეოდენი თვითკმაყოფაც არ გვაწყენდა.

მაგიდის გაწყობის ყველაზე მთავარი თუ არა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი სუფრა და მისი სწორად შერჩევაა. XIX საუკუნიდან თბილისში, საზოგადოების დიდ ნაწილში არსებობდა ტრადიცია - ლურჯი სუფრა ინახებოდა და იშლებოდა მხოლოდ დღესასწაულებზე, რადგან თავისივე შინაარსით მრავლისმთქმელი და მეტად ესთეტიურიც იყო. ჩვენი ფავორიტი სუფრის გამოყენება და ყოველდღიურად გაშლა მუდამ შეგვიძლია, თუმცა დღესასწაულზე ეს სუფრა კიდევ უფრო გამორჩეული ხდება და განწყობასაც შესაბამისს ქმნის. ამასთანავე, მაგიდის გაწყობა მხოლოდ სუფრის შერჩევით როდი სრულდება, მას სჭირდება შესაბამისი ხელსახოცები, ჭურჭელი და აქსესუარები.

ბლუტაბლას ლურჯი სუფრის კოლექცია ამ მხრივ მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობს. არჩევანი შეგიძლია შეაჩერო ძველ, ტრადიციულ ვარიანტზე, რომლებიც ასევე ლურჯი შეფერილობისაა, თუმცა, ახალ წელს საკუთარი ფერები აქვს, შესაბამისად, იპოვი ამავე დიზაინის მოდელებს განსხვავებულ ფერებში - წითელი, ცისფერიმწვანე, ნაცრისფერი, ფირუზისფერი და სხვა... აქვე, ნიკო ფიროსმანის შემოქმედებით გაფორმებულ სუფრაზერას იტყოდი? რომელსაც, შეგიძლია ამავე დიზაინის ხელნაკეთი კერამიკის თეფშები და ჭიქები შეუსაბამო. იქნებ რაიმე კიდევ უფრო ქართული და ავთენტური მოგწონს... ქართული უნიკალური ანბანის ორი სახეობით - ასომთავრული და მხედრული შიფტით გაფორმებულ სუფრებიც აქვეა, რომლებსაც როგორც მრგვალ, ასევე ოთხკუთხედი ფორმის მაგიდას იდეალურად მოარგებ. თუ მაინც სწუხხარ საკუთარი მაგიდის არსტანდარტული ზომისა და ფორმის გამო, ჩვენი რანერები შეგიძლია ნებისმიერს შეუსაბამო. მზადების პირველი ეტაპიც აქ სრულდება, როდესაც შენს საახალწლო სუფრას იპოვი და საბოლოოდ შეარჩევ.

 

შესაბამისი ჭურჭელიც აქვეა

 

მაგიდის გაწყობის შემდეგი ეტაპი სუფრის შესაბამისი ჭურჭლის პოვნა და განთავსებაა. არ არის აუცილებელი ჭურჭელიც ზუსტად იმ ვიზუალის იყოს, როგორიც სუფრა, თუმცა ფერთა ტონალობა, ორნამენტების მსგავსება და ინტერიერის თავისებურება ამ შემთხვევაში საქმეს გვიმარტივებს, რომ ჩვენი სახლისთვისა და სუფრისთვის მორგებული ჭურჭელი ვიპოვოთ. თუ სადღესასწაულო სუფრა შევარჩიეთ, ჭურჭლის დიზაინის შესაბამისობა უფრო ამაღლებულ განწყობას შექმნის რასაც შენს გარდა, სტუმრებიც აუცილებლად შეამჩნევენ და აღნიშნავენ.

ბლუტაბლას ჭურჭლის კოლექციის სუფრასთან შესაბამება საკმაოდ მარტივია. ტრადიციული ლურჯი სუფრის ორნამენტებს ჩვენს ფაიფურის ჭურჭელზეც იხილავ. ქართული ანბანით გაფორმებული ჭიქები, თეფშები და ჯამების კომპლექტებიც გვაქვს, თუმცა თუ მაინც რაიმე არაორდინალურს ეძებ, გირჩევთ ნიკო ფიროსმანის ნახატებით შთაგონებული, ხელით მოხატული კერამიკის ჭურჭელი შეათვალიერო.

 

ახალი წლის მოლოდინში

 

საბოლოოდ, თუ კიდევ რაიმე დანაკლისს იგრძნობ, შეგიძლია სახლი სხვა დეკორატიული ნივთებით მორთო. ზოგჯერ, განწყობის შესაქმნელად მცირეოდენიც საკმარისია - მაგალითად, საახალწლო განათებები და ნაძვის ხის დეკორაციები. მთავარია, იმ გარემოში იყო, სადაც შენც და შენს გარშემომყოფები თავს კომფორტულად იგრძნობთ და ახალი წლისთვის შესაბამისი, ამაღლებული განწყობა დაგეუფლებათ.