ბავშვების თვალით დანახული ბლუტაბლა

ივნისი 1, 2026

1 ივნისს მსოფლიო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ზუსტად 101 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 1925 წელს ჟენევაში ბავშვთა კეთილდღეობის შესახებ პირველი მსოფლიო კონფერენცია გაიმართა. მაშინ მიღებულმა ჟენევის დეკლარაციამ საფუძველი ჩაუყარა საერთაშორისო დონეზე ბავშვთა უფლებებზე მსჯელობას. ჩვენთვის ეს დღე ტრადიციისა და მომავალი თაობის კავშირის კიდევ ერთი დასტურია.

ამ დღის აღსანიშნავად, ჩვენს საწარმოში თანამშრომლების შვილების სტუმრობის ამბავი ერთ ვიდეოში გავაერთიანეთ. სტუმრობისას პატარებმა სამუშაო გარემო დაათვალიერეს და პირადად ნახეს პროდუქციის შექმნის პროცესი. მათ ასევე ვთხოვეთ, სამუშაო ვითარებაში დაეხატათ მშობლები. ბავშვების შთაბეჭდილებები და შექმნილი პორტრეტები ერთ კომპოზიციად ვაქციეთ, პლედებზე გადავიტანეთ და მათვე გადავეცით სამახსოვრო საჩუქრებად.

ეს ინიციატივა იმ საერთო მიზნის ნაწილია, რომელიც ქართული კულტურული მემკვიდრეობის ბავშვების ყოველდღიურობაში ინტეგრირებას გულისხმობს. ჩვენი საბავშვო პროდუქცია სწორედ შემეცნებით და ფუნქციურ აქსესუარებს აერთიანებს. მაგალითად, საბავშვო ხალიჩების, პუფების, ბალიშების, პლედებისა და მაგიდის მატების კოლექცია „პლანეტები“ კოსმოსურ თემატიკას ქართული კულტურის ელემენტებთან აკავშირებს - პლანეტებისა და ვარსკვლავების გალაქტიკაში ჩახატული ქართული ანბანი ხელს უწყობს სამყაროსადმი და მშობლიური ენისადმი ბავშვების ინტერესის გაღვივებას. ქართული ხალხური ზღაპრების ხაზი კი თბილი ილუსტრაციებით გადმოსცემს „წიქარას“, „კომბლეს“ და „ნაცარქექიას“ მეგობრობის, გამჭრიახობისა და სიკეთის დაუვიწყარ ამბებს და მათ ბავშვების სათამაშო სივრცის, სადილისა თუ ვახშმის ნაწილად აქცევს.

ამავე ხაზს აგრძელებს ფარდაგი „თბილისური ეზო“, რომლის შუაგულში გამოსახული „კლასობანა“ და თბილისური აივნების ილუსტრაციები საერთო ეზოს იმ კონცეფციას ასახავს, რომელიც ძველი თბილისისთვის იყო დამახასიათებელი და ბავშვობის მოგონებებნთან არის დაკავშირებული.

ამდენად, ჩვენი საბავშვო ხაზი ტრადიციულ მოტივებს თანამედროვე დიზაინთან აკავშირებს და პატარებს ქართულ ხელწერას აცნობს, რაც ჩვენი ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობის უწყვეტობას საოჯახო სივრცეში უზრუნველყოფს.