ელექტრონული კომერციის მენეჯერი (Ecommerce Growth Lead)
კომპანია: ბლუტაბლა
ვაკანსია: ელექტრონული კომერციის მენეჯერი (Ecommerce Growth Lead)
სამუშაო გრაფიკი: 09:00–18:00, კვირაში 5 დღე
ბლუტაბლა ქმნის სახლის აქსესუარებს, რომელთა დიზაინიც შთაგონებულია ქართული კულტურით. თითოეული პროდუქტი ატარებს ერთ მთავარ იდეას — ქართული იდენტობის მქონე დიზაინის შექმნას და მის დამკვიდრებას ყოველდღიურ ცხოვრებაში.
პოზიციის აღწერა:
- ონლაინ გაყიდვების ზრდა და e-commerce არხების განვითარება, განსაკუთრებით ევროპისა და აშშ-ის ბაზრებზე;
- ელექტრონული კომერციის პლატფორმების (Shopify, Amazon და სხვა) განვითარება და ოპტიმიზაცია;
- გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება;
- ციფრული მარკეტინგის არხების მართვა (Meta, Google და სხვა პლატფორმები);
- კონვერსიის ოპტიმიზაცია და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესება;
- მონაცემების ანალიზი და შედეგებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება;
- დეველოპერების გუნდთან თანამშრომლობა ონლაინ მაღაზიის გაუმჯობესებისა და ოპტიმიზაციის მიზნით;
- ევროპისა და აშშ-ის ბაზრებზე მუშაობა და მათი სპეციფიკის გათვალისწინება.
მოთხოვნები:
- e-commerce მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- ანალიტიკური უნარები და შედეგებზე ორიენტირებული მიდგომა;
- შესაბამის პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება (Shopify, Amazon, Google Analytics და სხვ.)
ანაზღაურება და პირობები:
- კონკურენტული ანაზღაურება
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- კარიერული წინსვლის შესაძლებლობა
- შედეგზე ორიენტირებული, მეგობრული და პროფესიული სამუშაო გარემო
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნეთ CV და პორტფოლიო მეილზე [email protected]
გამოგზავნისას გთხოვთ სათაურში მიუთითოთ”ელექტორნული კომერციის მენეჯერი“