კერამიკის წარმოების განვითარების მენეჯერი
კომპანია: ბლუტაბლა
ვაკანსია: კერამიკის წარმოების განვითარების მენეჯერი
სამუშაო გრაფიკი: სრული / ნახევარ განაკვეთი
ბლუტაბლა ქმნის სახლის აქესესუარებს, რომელთა დიზაინიც შთაგონებულია ქართული კულტურით. თითოეული ინარჩუნებს მთავარ იდეას - ქართული სახასიათო დიზაინის შექმნასა და მათ ყოველდღიურობაში დამკვიდრებას.
სამუშაოს აღწერა:
- კერამიკურლი ჭურჭლის წამროების სრული ციკლის მართვა და განვითარება.
- საჭირო ტექნიკური სტანდარტების შემუშავება
- გუნდის ჩამოყალიბება და განვითარება
- კერამიკული წარმოების ტექნოლოგიის შერჩევა და დანერგვა
- საწარმოო პროცესის ჩამოყალიბება (ფორმირება, გაშრობა, გამოწვა, მოჭიქვა, დეკალების მომზადება)
- ღუმელის შერჩევა და გამოწვის რეჟიმების განსაზღვრა
- ნედლეულის რეცეპტურების განვითარება (თიხა, ჭიქური)
- ნიმუშების ტესტირება და პროდუქტის დამტკიცების პროცესის მართვა
- ხარისხის სტანდარტებისა და სტანდარტული სამუშაო პროცედურების შემუშავება
- დანადგარებისა და მომწოდებლების შერჩევა
მოთხოვნები:
- 3-5 წლიანი პრაქტიკული სამუშაო გამოცდილება კერამკის ჭურჭლის წარემოების მიმართულებით
- მცირე/საშუალ ზომის კერამიკული სტუდიის მართვის გამოცდილება სასურველია განათლება კერამიკის მიმართულებით
- ინგლისური ენის ცოდნა
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნეთ CV და პორტფოლიო მეილზე [email protected] გამოგზავნისას გთხოვთ სათაურში მიუთითოთ “კერამიკის წარმოების განვითრების მენეჯერი”