მომსახურების ხარისხის უფროსი

ვაკანსია: მომსახურების ხარისხის უფროსი

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

 

ბლუტაბლა არის კერამიკისა და ტექსტილის მწარმოებელი კომპანია, რომელიც ქმნის ქართულ სახლის ნივთებსა და აქსესუარებს. პროდუქციის დასათვალიერებლად გადადით ბმულზე — www.bluetabla.ge

სამუშაოს აღწერა:

  • მომსახურების სტანდარტებისა და გაიდლაინების შემუშავება;
  • ბრენდის საკომუნიკაციო ტონის (Tone of Voice) განსაზღვრა და მისი დანერგვა ყველა საკომუნიკაციო არხში;
  • მომსახურებისა და გაყიდვების მიმართულებით ტრენინგების დაგეგმვა და ჩატარება;
  • მომსახურების ხარისხის მონიტორინგი ადგილზე (მაღაზიებში) და დისტანციურად;
  • მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევის დაგეგმვა და განხორციელება;
  • მომხმარებელთა უკუკავშირის ანალიზი და ანალიტიკური დასკვნების (insights)
  •  მიწოდება პროდუქტის განვითარებისა და მარკეტინგის გუნდებისთვის.

მოთხოვნები:

  • მინ. 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მომხმარებელთან ურთიერთობის, მომსახურების ხარისხის ან საცალო გაყიდვების მართვის მიმართულებით;
  • მომსახურებისა და გაყიდვების პროცესების სისტემურად ჩამოყალიბების გამოცდილება;
  • ტრენინგების ჩატარებისა და გუნდის განვითარების გამოცდილება;
  • ძლიერი წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის,ასევე პრეზენტაციის უნარები;
  • ანალიტიკური აზროვნება და მომხმარებლის მონაცემებთან მუშაობის უნარი;
  • ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ სამუშაო დონეზე.

ანაზღაურება და პირობები:

  • კონკურენტული ანაზღაურება
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • კარიერული წინსვლის შესაძლებლობა
  • შედეგზე ორიენტირებული, მეგობრული და პროფესიული სამუშაო გარემო


დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი CV გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე — [email protected] გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ: „მომსახურების ხარისხის უფროსი“