Free shipping

Tablecloth - Metekhi - White - BlueTabla

Write a review
BT10271119
65.00 
In stock
+
Add to wish list
CollectionMetekhi ბრენდიBlueTabla
  • მარაგი მაღაზიაში

ლურჯი სუფრა - ხელნაკეთი

ზომა: დიამეტრი - 150 სმ

მასალა: ბამბა

რეკომენდირებულია ხელით რეცხვა

.

ტრადიცია აღდგენილია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით

„ლურჯი სუფრა“ მაგიდაზე გადასაფარებელი ბამბის სახიანი ქსოვილი. გავრცელებული იყო უმთავრესად აღმოსავლთ საქართველოში. მზადდებოდა თბილისის, გორის, თელავის საჩითავ სახელოსნოებში. ლურჯი სუფრის მხატვრული მოტივები მრავალფეროვანი იყო. თავისებურადაა ასახული ქართველი ხალხის უძველეს მსოფლმხედველობასთან დაკავშირებული წარმოდგენები. ლურჯი სუფრის საყოფაცხოვრებო მოტივებიდან აღსანიშნავია სუფრის ატრიბუტები: დანა, ჩანგალი, კოვზი, აგრეთვე ქართული კაბასა და ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი მოცეკვავე მამაკაცთა და მანდილოსანთა გამოსახულებანი. ლურჯი სუფრას ფართოდ ხმარობდნენ გვიანდელი ფეოდალური ხანის ქართული საზოგადოების ყველა ფენაში. XVII საუკუნის I ნახევარში რუსული წყაროების მიხედვით, აღმოსავლეთ საქართველოს სამეფო კარზე მიღებული ეტიკეტით ლურჯი სუფრა დარბაზობის დროს პურობისათვის ყოფილა განკუთვნილი. XIX საუკუნეში ლურჯი სუფრა ფართოდ იყო გავრცელებული თბილისის მოსახლეობაში, განსაკუთრებით მოქალაქეთა ყოფაში სხვადასხვა დღეობასთან დაკავშირებულ პურობასა და საქორწინო წვეულებებში. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში (მთიულეთში) ახლო წარსულამდე იყო შემონახული ვიწროგანიანი და გრძელი ლურჯი სუფრები, რომლებიც სათემო დღეობებზე საწესო პურობისთვის იყო განკუთვნილი. XVIII-XIX საუკუნეებში ლურჯი სუფრების საყურადღებო კოლექცია დაცულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ფონდებში.

Collection
Metekhi
ბრენდი
BlueTabla
Find similar
5 out of 5
Reviews: 2
5 stars
100%
4 stars
0%
3 stars
0%
2 stars
0%
1 star
0%
თაკო
Comment
სახელებსაც როგორ კარგად არჩევთ, მომწონს. პოლიესტერი ვიყიდე, კარგი ხარისხია, ვიზუალურადაც მშვენიერია.
ფიქრია ზოიძე
Comment
საერთოდ არ ჩანს აქ ეს სუფრა როგორი კარგია. იმ დღეს ცოტა სუფრები გქონდათ, მომიწია ეს ამერჩია და არ ველოდი ასეთ კარგს.
Possibly you may be interested