საბავშვო პლედი - ნაცარქექია
ზომა: 165x140 სმ
მასალა: ხავერდი
ირეცხება 30 გრადუსზე
საბავშვო პლედი „ნაცარქექია“ ერთი შეხედვით ზარმაცი, თუმცა განსაკუთრებულად გამჭრიახი კაცის თავგადასავალზე გვიამბობს. პლედზე გადატანილი ილუსტრაციები ასახავს ნაცარქექიას გზას კერასთან ნაცრის ქექვიდან დევის დამარცხებამდე. კოლექციაში ასახულია ზღაპრის მთავარი ატრიბუტები: კერა, გუდა-ნაბადი, ციხე-კოშკები და ის ჭყინტი ყველი, რომლითაც ნაცარქექიამ დევი მოატყუა და შემდეგ ცხრა მთას იქით გააქცია. კოლექციის ცენტრალურ ნაწილში ნაცარქექია გამარჯვებული ზის შეშინებულ დევზე, რაც თვალსაჩინოდ აჩვენებს, რომ გონებრივი სიმამაცე უზარმაზარ ძალაზე მძლავრია. ეს არის ისტორია გამჭრიახობაზე, რომლის დახმარებითაც ნაცარქექიამ არა მხოლოდ თავად იპოვა ბედნიერება, არამედ ძმებსაც დაუბრუნდა და სიმდიდრე გაუზიარა.