საბავშვო ხალიჩა - წიქარა
საბავშვო ხალიჩა - წიქარა
‍90‍ 

საბავშვო ხალიჩა - წიქარა

BT14121852
+
სასურველ სიაში დამატება
  • მარაგი მაღზიაშია

საბავშვო ხალიჩა - წიქარა

ზომა: 140 x 110 სმ

მასალა: ბამბა და პოლიესტერი

ირეცხება სარეცხ მანქანაში 40℃-მდე

ბლუტაბლას საბავშვო ფარდაგი „წიქარა“ ულამაზესი ილუსტრაციებით წარმოაჩენს ქართულ ხალხურ ზღაპარს განუყრელი მეგობრობის, თავგანწირვისა და სიკეთის შესახებ. ეს არის ჯადოსნური თავგადასავალი ხარ წიქარასა და ობოლი ბიჭის შესახებ, რომლებიც ავი დედინაცვლისგან თავის დასაღწევად სახიფათო გზას ადგებიან. ჭურჭელზე ასახულია, როგორ გარბიან მეგობრები გადასარჩენად და როგორ იშორებენ მდევარს ზღაპრის საკვანძო ნივთების - ჯადოსნური სავარცხლის, სალესავისა და წყლის დახმარებით. ილუსტრაციები მიჰყვება სიუჟეტს იმ მომენტამდე, როდესაც ბოროტი მეფის ბრძანებით დატყვევებული ბიჭი წიქარამ დილეგიდან იხსნა. ამ ამბავში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს პატარა წრუწუნას, რომელსაც წიქარამ მანამდე სიცოცხლე შეუნარჩუნა და დახრჩობას გადაარჩინა. ამ სიკეთის საპასუხოდ, როდესაც წიქარა დაიღუპა, თაგვმა იპოვა მისი გაცოცხლების გზა და ამით დაამტკიცა, რომ ერთგული მეგობრობა და სიყვარული სიკვდილზე ძლიერია.