აღმოსავლური მანას ისტორია

04 მაი 2023

 

დიდი შანსია, რომ აღმოსავლური მანა სხვადასხვა აქსესუარებსა და ნივთების დიზაინზე ხშირად შეგიმჩნევია, რაც უბრალოდ დამთხვევა არ არის. აღმოსავლური მანა მთელს მსოფლიოში ჯერ კიდევ საუკუნეების წინ გავრცელდა და საზოგადოების ყველა ფენაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მას აქტიურად ხელოვნების სხვადასხვა სფეროში ვაწყდებით, ყველაზე გავრცელებული, კი სხვადასხვა ტიპის ქსოვილების დიზაინზეა. მანამ განვითარების ხანგრძლივი და საინტერესო გზა განვლო - აღმოსავლური კულტურიდან ჯერ ევროპაში, შემდეგ კი მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც ჩააღწია და მისი, როგორც მნიშვნელობით, ასევე ვიზუალური ესთეტიკით გამოირჩა. ის ტრადიციული ლურჯი სუფრის დიზაინის კომპონენტადაც იქცა. ეს ბლოგი დაგეხმარება აღმოსავლურ მანას და ისტორიებს მის შესახებ უფრო დეტალურად გაეცნო.

 

შუა საუკუნეები

 

მანა აღმოსავლეთიდან ევროპაში ჯერ კიდევ XVI საუკუნეში გავრცელდა. მანებით თავდაპირველად ძვირფასი ქსოვილები ირთვებოდა და აღმოსავლური ქვეყნების მმართველები ამ ქსოვილებს საჩუქრად გზავნიდნენ ევროპაში. ევროპულმა ბურჟუაზიულმა საზოგადოებამ მანების ორამენტი მალევე აიტაცა და ტანისამოსის, აქსესუარების ვიზუალზეც წარმატებით დაიტანეს. ამ პერიოდში მანებით გაფორმებული აქსესუარები ხელმისავწდომი მხოლოდ მაღალი კლასის საზოგადოებისთვის იყო - ძვირფასი ქსოვილის შეძენა დიდ ფუფუნებასთან ასოცირდებოდა. თუმცა, მოთხოვნა საზოგადოების ყველა ფენაში მაღალი იყო. ამიტომაც, ადგილობრივმა ევროპელმა მწარმოებლებმა შეძლეს ორნამენტის რეპლიკის დამზადება და ლოკალურ ბაზარზე გატანა. განსაკუთრებით ცნობილია შოტლანდია, სადაც აქტიურად მზადდებოდა შალის ქსოვილები მანას გამოსახულებით. ორნამენტის სახელწოდებაც შოტლანდიის ერთ-ერთი  ქალაქიდან მომდინარეობს, მიუხედავად იმისა, რომ მანას დიზაინი ბრიტანული წარმოშობის არ არის. ამ ქალაქმა შუა საუკუნეებში სახელი გაითქვა შალის ქსოვილის წარმოებით საერთაშორისო ბაზარზე, რის გამოც, მასზე გამოსახულ ორნამენტს ქალაქის სახელი (Paisley) დაერქვა. აქ XVIII-XIX საუკუნეებში შალის ქსოვილი ყველაზე დიდი რაოდენობით მზადდებოდა მთელი ევროპის მასშტაბით.

მოგვიანებით, მანები კიდევ უფრო პოპულარული გახდა და მეოცე საუკუნის შუა წლებიდან ამერიკაშიც ფართო მასშტაბით გავრცელდა. განსაკუთრებით, 60-70-იან წლებში, ფსიქოდელიური მუსიკის, ხელოვნებისა და მოდის პიკმა საზოგადოების დიდი ნაწილი მოიცვა და ბევრი ტრენდი შექმნა, მათ შორის მოხვდა მანებიც. ამჯერად, მოდის ინდუსტრიას უფრო დიდი გასაქანი მიეცა და მანების ორნამენტებით ირთვება ყველა ტიპის ქსოვილი, აქსესუარი თუ ტანისამოსი. განსაკუთრებულად პოპულარული გახდა მამაკაცის ჰალსტუხები მანას გამოსახულებით. თანამედროვე მსოფლიოში მანას ორნამენტი განსაკუთრებული პოპულარობით მოდის ინდუსტრიაში სარგებლობს.

 

სიმბოლური დატვირთვა

 

გარდა ესთეტიკური სილამაზისა, მანას, როგორც ყველა უძველეს ორნამენტს, გააჩნია მისთვის უნიკალური სიმბოლური მნიშვნელობა. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რამაც ორნამენტი საუკუნეების განმავლობაში აქტუალუად აქცია. მანა მუდამ ასოცირდებოდა თავისუფლებასთან და საკუთარი თავის, სტილის გამოხატულებასთან, თუმცა, თუ კიდევ უფრო ღრმა წარსულსა და საწყისებს ჩავეძიებით, მის საკრალურ მნიშვნელობაც მეტად გასაგები გახდება. აღმოსავლურ კულტურაში, სადაც მანა წარმოიშვა, მისი დატვირთვა რელიგიურ წარმოდგენებსა და შეხედულებებს უკავშირდებოდა. აღმოსავლური მანა სიმბოლურად კავშირშია ცხოვრებასა და მარადიულობასთან. თავისი ფორმით წააგავს კიდევ ერთ-ერთ ჩინურ ნიშანს - ინი/იანის გამოსახულებას, რაც, თავისმხრივ სამყაროს დასაბამის სიმბოლური გადმოცემაა. თანამედროვე აღმოსავლურ ქვეყნებში, მანა მის პირვანდელ სიმბოლურ დანიშნულებას ინარჩუნებს და მისი ორნამენტით გაფორმებული აქსესუარები დღესასწაულების დროს აქტიურად გამოიყენება.

 

ლურჯი სუფრა