გვირილობა - თეთრად გადაპენტილი სიკეთის ისტორია

მაისი 2, 2026

არსებობს ტრადიციები, რომლებიც დროს უძლებენ, რადგან ისინი არა ვალდებულებაზე, არამედ სიკეთესა და სილამაზეზეა დაშენებული. ზუსტად ასეთია „გვირილობა“ -  დღესასწაული, რომელიც ქუთაისის სიმბოლოდ იქცა. 

ყველაფერი 1911 წელს დაიწყო. წარმოიდგინეთ ქუთაისის შემოგარენი და მისი თეთრად გადაპენტილი მდელოები. ამ სითეთრით შთაგონებული ალექსანდრა ჩიქოვანი გიმნაზიელ მეგობრებთან ერთად გადაწყვეტს ეს სილამაზე კეთილ საქმეს მოახმაროს,  მდელოებს ედება, ყვავილებს კრეფს და თაიგულებს ყიდის. 

ალექსანდრას მიზანი უმნიშვნელოვანესი იყო - შეგროვებული თანხით ის ტუბერკულოზით დაავადებულებს ეხმარებოდა. მალე ეს ლამაზი ინიციატივა წესად იქცა, წესი - ტრადიციად, დღეს კი ეს დღე ყველაზე კეთილი ყვავილის, კეთილი საქმისა და კეთილი ქალაქის - ქუთაისის დღედაა გამოცხადებული. სწორედ ასე გარდაიქმნა ეს ნაზი ყვავილი სიკეთის სიმბოლოდ, ქუთაისური სტუმართმოყვარეობის ნიშნად და ქალაქის ყველაზე თბილ დღესასწაულად. 

ჩვენი სუფრა „გვირილობაც“ ზუსტად იმ კეთილშობილი ეიფორიითაა შთაგონებული, რომელიც 115 წლის წინ გიმნაზიელ გოგონებს დაეუფლათ. გვირილა ჩვენს სუფრაზეც ასხივებს სისუფთავეს, სიმსუბუქესა და იმ განსაკუთრებულ სიხარულს, რომელიც გაზაფხულს მოყვება. შევეცადეთ, ეს ისტორია, განწყობა და ზრუნვის ტრადიცია ერთ სუფრაში გადმოგვეცა.

შემოუერთდით ამ ტრადიციას ბლუტაბლასთან ერთად. ყოველი დღე გვირილასავით ნათელი და კეთილი საქმეებით სავსე ყოფილიყოს.