ქოფირაითერი (Copywriter) / მარკეტინგის მკვლევარი

კომპანია: ბლუტაბლა

ვაკანსია: ქოფირაითერი (Copywriter) / მარკეტინგის მკვლევარი

სამუშაო გრაფიკი: 09:00–18:00, კვირაში 5 დღე

ბლუტაბლა ქმნის სახლის აქსესუარებს, რომელთა დიზაინიც შთაგონებულია ქართული კულტურით. თითოეული პროდუქტი ატარებს ერთ მთავარ იდეას — ქართული იდენტობის მქონე დიზაინის შექმნას და მის დამკვიდრებას ყოველდღიურ ცხოვრებაში.

პოზიციის აღწერა:

  • მკაფიო, გამორჩეული და ბრენდის ტონალობასთან შესაბამისი ტექსტების შექმნა სხვადასხვა მარკეტინგული არხისთვის.
  • სარეკლამო ტექსტების შექმნა (სოციალური მედია, ციფრული რეკლამები, კამპანიები)
  • ვებსაიტისა და პროდუქტის აღწერების მომზადება
  • ბრენდის ტონისა და სტილის  დაცვა ყველა ტექსტში
  • კონტენტის იდეების გენერირება მარკეტინგულ გუნდთან ერთად
  • ტექსტების ადაპტაცია სხვადასხვა ბაზრისთვის (მათ შორის ინგლისურენოვანი აუდიტორია)
  • ბაზრისა და მომხმარებლის კვლევების მომზადება პროდუქტის განვითარების გუნდისთვის

მოთხოვნები:

  • ძლიერი წერითი უნარები (ქართულ და სასურველია ინგლისურ ენაზე)
  • კოპირაიტინგის გამოცდილება
  • დეტალებზე ორიენტაცია და კრეატიული აზროვნება

ანაზღაურება და პირობები:

  • კონკურენტული ანაზღაურება
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • კარიერული წინსვლის შესაძლებლობა
  • შედეგზე ორიენტირებული, მეგობრული და პროფესიული სამუშაო გარემო

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნეთ  CV  და პორტფოლიო მეილზე [email protected]

გამოგზავნისას გთხოვთ სათაურში მიუთითოთ”კოფირაითერი“.