მარკეტინგული სტრატეგიისა და ბრენდინგის კონსულტანტი

კომპანია: ბლუტაბლა

ვაკანსია: მარკეტინგული სტრატეგიისა და ბრენდინგის კონსულტანტი

სამუშაო გრაფიკი: 9:00-18:00 კვირაში 5 დღე

ბლუტაბლა ქმნის სახლის აქესესუარებს, რომელთა დიზაინიც შთაგონებულია ქართული კულტურით. თითოეული ინარჩუნებს მთავარ იდეას - ქართული სახასიათო დიზაინის შექმნასა და მათ ყოველდღიურობაში დამკვიდრებას.

პოზიციის აღწერა:

  • მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და განვითარება;
  • ბრენდის პოზიციონირების განსაზღვრა და დახვეწა როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო ბაზრებზე;
  • ბაზრისა და კონკურენტული გარემოს ანალიზი;
  • მარკეტინგული ინიციატივების შეფასება და გაუმჯობესების რეკომენდაციების შემუშავება;
  • მარკეტინგის გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა სტრატეგიის ეფექტური განხორციელების პროცესში.

მოთხოვნები:

  • მარკეტინგის ან ბრენდინგის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება;
  • მარკეტინგული პროცესების დაგეგმვისა და მართვის გამოცდილება.

ანაზღაურება და პირობები:

  • კონკურენტული ანაზღაურება
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • კარიერული წინსვლის შესაძლებლობა
  • შედეგზე ორიენტირებული, მეგობრული და პროფესიული სამუშაო გარემო

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნეთ  CV  და პორტფოლიო მეილზე [email protected] გამოგზავნისას გთხოვთ სათაურში მიუთითოთ”მარკეტინგული სტრატეგიის კონსულტანტი.“