ზომა: 135 x 105 სმ
მასალა: ბამბა და პოლიესტერი
ირეცხება სარეცხ მანქანაში 40℃-მდე
ფარდაგი „თბილისური ეზო“ ძველი თბილისისთვის დამახასიათებელ გარემოს გადმოგვცემს. კომპოზიციის შუაგულში თამაში „კლასობანაა“ გამოსახული, რომელსაც გარს ძველი თბილისის სახლების პატარა ილუსტრაციები აკრავს. ნახატზე კარგად ჩანს თბილისური აივნები და ფასადის სხვა დეტალები. დიზაინი იმგვარადაა შექმნილი, რომ ერთი შეხედვით იკითხება საერთო ეზოს იდეა, სადაც სახლები და მათ წინ გადაშლილი სათამაშო სივრცე ერთ მთლიანობას ქმნის.