როგორ იქმნება ბლუტაბლა

14 ივლ 2023



ყველაფერი იწყება იდეით. იდეით, რომელიც აერთიანებს ქართულ კულტურასა და ხელოვნებას, ქმნის ახალ დიზაინს, შთაგონებულს უძველესი მხატვრული მოტივებით. 

საქართველოში უახლესი ტექნოლოგიებით წარმოებული ნივთები, რომლებიც მივიწყებული ტრადიციებისა და ისტორიების შესახებ გიყვება. ლურჯი სუფრის აღდგენილი იერსახე, გაფორმებული შენთვის კარგად ნაცნობი ორნამენტებით, პერსონაჟებით, გამოსახულებებით, თითოეული თავს იყრის ერთ სივრცეში და ემსახურება მიზანს - გაგაცნოს ქართული კულტურა და დააბრუნოს ის შენ გარშემო არსებულ ყოველდღიურობაში. 

ბლუტაბლა - დამზადებულია საქართველოში