რა ვაჩუქო ვალენტინობაზე?

07 თებ 2024

რა ვაჩუქო ვალენტინობის დღესასწაულზე?

 

საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის შერჩევა ყველასთვის სასიამოვნო პროცესია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს საჩუქარი უნიკალურობითა და ორიგინალურობით გამოირჩევა. ერთ-ერთი გამორჩეული დღე, როდესაც საყვარელი ადამიანი საჩუქრით შეგვიძლია გავახაროთ და გავაოცოთ, არის სიყვარულის დღე. ამ დღეს დიდი მოუთმენლობით გავცემთ და ველით საჩუქრებს, რომლების შერჩევასაც, ალბათ ჩვეულებრივზე მეტი სიფრთხილით ვეკიდებით. საჩუქარი, რომელიც გამოხატავს ჩვენს სიყვარულს სხვების მიმართ, თანაც, იდეალურად ერგება მათ გემოვნებასა და პიროვნულ თვისებებს.

თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ საუკეთესო საჩუქარი სწორედ ის არის, რომელიც ერთი ნახვით შეგვაყვარებს თავს და ფიქრის დამღლელ პროცესსაც მეტად გაგვიმარტივებს. ვალენტინობის დღეს ყველანი კიდევ უფრო რომანტიკულები ვხდებით და ბევრი ფიქრით შესაძლოა სწორ გზას ავცდეთ. მთავარია, გვახსოვდეს, რომ საჩუქარი მეტად ადრესატის გემოვნებით უნდა ავარჩიოთ, ვიდრე საკუთარით, ე.წ. „მეტამორფოზა“ უნდა განვიცადოთ და საკუთარი თავი საყვარელი ადამიანის ადგილას წარმოვიდგინოთ - რა გაუხარდება? დიდი შანსია ის, რაც მეტი თვითმყოფობითა და თავისებურებებით გამოირჩევა.

ბლუტაბლა სწორედ მსგავსი აქსესუარების დიდ არჩევანს გთავაზობს. თითოეული დამზადებულია საქართველოში, ქართული ხელოვნების, კულტურისა და ისტორიის შთაგონებით. თუ როგორ უნდა შეარჩიო სასურველი საჩუქარი ამ მრავალფეროვანი კოლექციებიდან, ჩვენს ბლოგში გაიგებ.

 


ქართული, ანუ უნიკალური

 

როდესაც ქართულს გვჩუქნიან, მომენტალურად სიამაყის გრძნობით ვივსებით და გარდა იმისა, რომ საჩუქარი მოგვწონს, მასთან კიდევ უფრო მეტ სიახლოვეს განვიცდით. შეიძლება ითქვას, რომ მას ჩვენს გულებში განსაკუთრებულ ადგილს ვუჩენთ და საკუთარ მე-სთან იდენტიფიცირებით, კიდევ უფრო გამოხატავს ჩვენს სტილსა და პიროვნებას. ცხადია, ამას ამჩნევენ გარშემომყოფებიც და გულის წიაღში დამალული სიამაყე კიდევ უფრო გვიღვივდება. ამიტომაც, როდესაც ეძებ რაიმე განსაკუთრებულს, განსხვავებულს, თუმცა ამავდროულად კარგად ნაცნობსა და ემოციებით დატვირთულ საჩუქარს, მარტივია ეს კრიტერიუმები ქართულმა პროდუქტმა დააკმაყოფილოს.

ბლუტაბლას აქსესუარების კოლექციაში სწორედ ასეთ მოდელებს აღმოაჩენ. აბრეშუმის შარფების კოლექცია ამ მხრივ დიდ მრავალფეროვნებას გთავაზობს. კოლექციაში შეხვდები როგორც ქართული ენდემური ფლორითა და ბროწეულებით, ასევე უნიკალური ანბანით, სამივე სახეობის დამწერლობითა და ისტორიული ორნამენტებით გაფორმებულ მოდელებს. მაგალითად, შარფი „მარიამ-მართა“ შეიქმნა მარიამ-მართა ბაგრატიონის ისტორიული ტანისამოსის დიზაინით. ქართული ანბანის კოლექცია კი ფერადი კომბინაციებითა და სახალისო ფერებით გამოირჩევა. ზომებსა და ფორმებშიც არ ხარ შეზღუდული, იპოვი არასტანდარტულ მოდელებსაც. შარფი „აფხაზეთი“ ჩვენი უახლესი მოდელია, რომელზეც მონატრებული ადგილებისა და შავი ზღის ტალღებს აღმოაჩენ.

თუ ეს საკმარისი არ არის და გინდა კიდევ უფრო გაახარო ადრესატი, შერჩეულ შარფს შეგიძლია შეუსაბამო ამავე დიზაინის მაჯის საათიც, რომლის სამაჯური ბუნებრივი აბრეშუმის მასალით არის დამზადებული, მექანიზმი კი იაპონური კვარცია.

თუკი საჩუქარს მამაკაცისთვის ეძებ, გირჩევთ ჰალსტუხების კოლექციას შეავლო თვალი. ბლუტაბლას ჰალსტუხებიდამზადებულია ბუნებრივი აბრეშუმით. მასზე ქართული ორნამენტების მრავალფეროვნებას აღმოაჩენ - ქვევრებისა და ყანწების გამოსახულებებს, ასევე, ქართული ანბანისა და აღმოსავლური მანას ფერად კომბინაციებს. აღმოსავლური მანა ქართულ ხელოვნებაში ისტორიულად დამკვიდრებული ელემენტია და მეტად საინტერესო შინაარსით გამოირჩევა - ის სიცოცხლის საწყისის სიმბოლოა, ხშირად დატანილია ძვირფას ქსოვილზე და მამაკაცის აქსესუარებზე, როგორიც ჰალსტუხია.



სიყვარულის დღესთან დაკავშირებით ბლუტაბლაში ფასდაკლებებიც გელოდება. გარდა აქსესუარებისა, 40%-მდე ფასდაკლებები ვრცელდება სუფრების, რანერებისა და ხელსახოცების სრულ კოლექციაზე. თუ შენი საყვარელი ადამიანი სახლის ინტერიერსა და დეკორაციებს დიდ ყურადღებას აქცევს, მაშინ სუფრებისა და ჭურჭლის კოლექცია აუცილებლად უნდა შეათვალიერო. აქ კიდევ უფრო მრავალფეროვანი არჩევანი გელოდება. შეგიძლია, ჭურჭელი და სუფრებიც შეუსაბამო ერთმანეთს დიზაინის მიხედვით. კოლექციაში შეხვდები ქართული ანბანით, ისტორიული ორნამენტებით, ენდემური ფლორით, ბროწეულებით, რთველის ატრიბუტებით, ნიკო ფიროსმანის შემოქმედებით გაფორმებულ მოდელებს.

შეგახსენებთ, რომ საჩუქრის შერჩევის დროს მთავარია ადრესატზე და მის გემოვნებაზე იფიქრო. ყველაზე მეტად კი გულის კარნახს მიენდე - ვალენტინობა ხომ სიყვარულის დღეა.