Tablecloth - Akhvlediani - White - BlueTabla

BT11101254
25.00 
Out of stock
BrandBlueTabla CollectionAkhvlediani
  • მარაგი მაღაზიაში

ლურჯი სუფრა - ხელნაკეთი

ზომა: 220 x 142სმ

მასალა: ბამბა

რეკომენდირებულია ხელით რეცხვა

.

ტრადიცია აღდგენილია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით

„ლურჯი სუფრა“ მაგიდაზე გადასაფარებელი ბამბის სახიანი ქსოვილი. გავრცელებული იყო უმთავრესად აღმოსავლთ საქართველოში. მზადდებოდა თბილისის, გორის, თელავის საჩითავ სახელოსნოებში. ლურჯი სუფრის მხატვრული მოტივები მრავალფეროვანი იყო. თავისებურადაა ასახული ქართველი ხალხის უძველეს მსოფლმხედველობასთან დაკავშირებული წარმოდგენები. ლურჯი სუფრის საყოფაცხოვრებო მოტივებიდან აღსანიშნავია სუფრის ატრიბუტები: დანა, ჩანგალი, კოვზი, აგრეთვე ქართული კაბასა და ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი მოცეკვავე მამაკაცთა და მანდილოსანთა გამოსახულებანი. ლურჯი სუფრას ფართოდ ხმარობდნენ გვიანდელი ფეოდალური ხანის ქართული საზოგადოების ყველა ფენაში. XVII საუკუნის I ნახევარში რუსული წყაროების მიხედვით, აღმოსავლეთ საქართველოს სამეფო კარზე მიღებული ეტიკეტით ლურჯი სუფრა დარბაზობის დროს პურობისათვის ყოფილა განკუთვნილი. XIX საუკუნეში ლურჯი სუფრა ფართოდ იყო გავრცელებული თბილისის მოსახლეობაში, განსაკუთრებით მოქალაქეთა ყოფაში სხვადასხვა დღეობასთან დაკავშირებულ პურობასა და საქორწინო წვეულებებში. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში (მთიულეთში) ახლო წარსულამდე იყო შემონახული ვიწროგანიანი და გრძელი ლურჯი სუფრები, რომლებიც სათემო დღეობებზე საწესო პურობისთვის იყო განკუთვნილი. XVIII-XIX საუკუნეებში ლურჯი სუფრების საყურადღებო კოლექცია დაცულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ფონდებში.

Brand
BlueTabla
Collection
Akhvlediani
ფერი
White
Find similar

No reviews found

Possibly you may be interested